კახა ცხადაძე: ვიღაც ტაქსისტებთან კი არ წავაგეთ

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედოს"ძლევის შემდეგ, კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ორდაბასი" სახლში ბოლესლავის "მლადასთან" 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. არადა, სტუმრად ჩატარებულ პირველ შეხვედრაში შიმკენტელებმა ფრეს (1:1) მიაღწიეს. ნამატჩევს კომენტარი ცხადაძემ გააკეთა.

"პირველ რიგში, ჩვენს მხარდასაჭერად მოსულ ყველა გულშემატკივარს მინდა მადლობა გადავუხადო. ძალიან გვინდოდა მათი გახარება, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ არაფრის არ უნდა გვრცხვენოდეს. "ორდაბასიმ" ევროპაში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. თუ თამაშზე ვილაპარაკებთ. რა თქმა უნდა, არგასაშვები პირველი სწრაფი გოლი გავუშვით. ამან მთელი ჩვენი გეგმები დაანგრია. ამის გამო ფეხბურთელებმა ნირვიულობა დაიწყეს.

ჩეხეთში
მიღწეულმა ფრემ დათვური სამსახური გაგვიწია. ფეხბურთელები ფიქრობდნენ, რომ მთავარი გოლის არგაშვება იყო. არ იყვნენ აგრესიულები. არადა, ვეუბნებოდით, რომ აგრესიულად უნდა ეთამაშათ და ინიციატივა არ დაეთმოთ. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ.

არ მინდა მსაჯობაზე ვილაპარაკო. თუმცა, ალბათ, ყველაფერი თავად ნახეთ. დაე, კომპეტენტურმა პირებმა მომენტები გაარჩიონ. ალბათ, ვერ ხვდებით, რაზე ვლაპარაკობ. ამ თემაზე ჩემი საუბარი არ შეიძლება. ასე რომ, ამ თემას არ შევეხებით.

2 გოლი გავუშვით, ანგარიშის შემცირება შევძელით და კიდევ ბევრი მომენტი შევქმენით. შემდეგ გადაწყობა მოგვიწია. ვთვლი, რომ ურიგოდ არ გამოგვივიდა. ბევრჯერ დავარტყით კარისკენ ბურთი, მაგრამ ნერვიულობის გამო გატანა ვერ შევძელით. ფეხბურთელები ჩქარობდნენ, ხოლო როდესაც ადამინები ჩქარობენ, კონცენტრაცია ერღვევათ.

მადლობა ბიჭებს კარგად გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენ ვიღაც ტაქსისტებთან კი არ წავაგეთ. "მლადა" მაღალ დონეზე მოთამაშე კარგი გუნდია.

ამ სეზონში ჩვენ ძალიან კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი შევქმენით. ჩემპიონატზე მაღალი ადგილის დასაკავებლად ვიბრძოლებთ. ყველაზე მთავარი გულშემატკივართა მხარდაჭერაა. ფეხბურთი მხოლოდ გამარჯვება როდია. გასაგებია, დამარცხება არავის არ უნდა, მაგრამ ასეთ რთულ მომენტებში ფეხბურთელთა მხარდაჭერაა საჭირო, რათა ჩემპიონატზე კვლავ კარგად იასპარეზონ", - ციტირებს ცხადაძეს vesti.kz.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ახა ცხადაძემ და მისმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში ფოკუზი გააკეთეს! ეს ერთი მისი არაკაცური საქციელი! ამის შემდეგ გამოდის და ტაქსის მძღოლებს მოიხსენიებს...განა არ იცოდა,რომ ისინი არ უნდა ეხსენებია,მაგრამ საქმე სულ სხვა რამეშია-ამით საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი და აღშფოთება გამოიწვია.ყურადღება ამ თემაზე იქნა გადატანილი და არა თამაშის ჩაწყობაზე!
გიოშა
03 აგვისტო 2019 18:41
6
კახი არაფერი დიდი მწვრთნელი არაა. დაშლილ ტორპედოს ძლივს მოუგო ამხელა რესურსით!
kaxa
03 აგვისტო 2019 16:19
4
შენ ფედერაციიდან იქნები ან მატი ახლობელი
ყური მიგდე
20 იანვარი 2020 19:46
0
კახი არაფერი დიდი მწვრთნელი არაა. დაშლილ ტორპედოს ძლივს მოუგო ამხელა რესურსით!
kaxa
03 აგვისტო 2019 16:18
3
კახი,შენც შეეკარი სპორტულ მაფიას? დიდ პატივს გცემდი ამ ფოკუზამდე და მერე ტაკსისტების ხსენებამდე! ასე არ უნდა იქცეოდე!
გიოშა
03 აგვისტო 2019 12:23
3
მაგრად შეეშალა, პარიკმახერები უნდა ეთქვა....
მ.ტ.
03 აგვისტო 2019 10:18
1
ან რონელი ხართ აქედან ( ვისაც ტაქსისტობა არ გესიამოვნათ კახას სიტყვებში) კაი ბიჭი?? ტაქსისტი და კაი ბიჭობა ცოტა შორსაა მე როგორც მასწავლიდნენ..
Vakhtang Lobzhanidze
03 აგვისტო 2019 07:38
9
ა ბიჯო კაცი.მუქთი ცხოვრების მოტრფიალე! :) დღესდღეობით ქართველ მამაკაცების უმრავლესობა ტაქსის მძღოლად მუშაობს,თავისი პროფესიით ვერ დასაქმების გამო,ჩვენს ქვეყანაში არადამიუნური ცხოვრების პირობების გამო-ოჯახს და ცოლ-შვილს რჩენა ხომ უნდა.ქართველი კაცის ხასიათიდან გამომდინარე არ მეგულება ისეთი,რომელიც მგზავრის გაჭივრებას ვერ ან არ გაიგებს,დახმარებას არ გაუწევს.ღრმად მწამს,ქართველ მამაკაცთა უმრავლესობა სწორედ ასე მოიქცევა!
კაი ბიჭი
04 აგვისტო 2019 10:58
0
ა ბიჯო კაცი.მუქთი ცხოვრების მოტრფიალე! :) დღედღეობით ქართველ მამაკაცების უმრავლესობა ტაქსის მძღოლად მუშაობს,თავისი პროფესიით ვერ დასაქმების გამო,ქვეყანაში არასახარბიელო და არადამიუნური ცხოვრების პირობების გამო.ოჯახს და ცოლ-შვილს რჩენა ხომ უნდა.ქართველი კაცის ხასიათიდან გამომდინარე არ მეეგულება ისეთი, რომ ადმიანის და მგზავრის გაჭივრება ვერ გაიგოს და დახმარება არ გაუწიოს.ღრმად მწამს,ქართველ მამაკაცთა უმრავლესობა სწორედ ასე მოიქცევა!
კაი ბიჭი
04 აგვისტო 2019 10:05
0
ხალხს ნათქვამის აღქმის უნარი დაკარგული აქვს. აბერდინმა სრულიად სამართლიანად უწოდა ჩიხურას სოფლის გუნდი და რა ამბავი ატეხეს. ცხადაძემ სრულიად რეალისტური რამ თქვა - არის ეროვნული გუნდებიც კი, სადაც ფეხბურთი ხალხის ჰობია უბრალოდ და ისინი პროფესიით ტაქსისტები, დენტისტები და ა.შ. არიან. ზუსტად ეს თქვა ცხადაძემ და ტიპებს გულზე მოხვდათ. ეგ კი არა იმ ტაქსებით უსაფრთხოდ სიარული ისწავლეთ, ფეხით მოსიარულეს დაუთმეთ, იყავით შეგნებული მოქალაქეები. ეგ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი ფაქიზი გრძნობები.
odala
03 აგვისტო 2019 00:29
4
მეთევზეები, პოლიციელები, სანტექნიკები არ გაგიგიათ ევროპული თასების საწყის ეტაპებზე მათამაშე გუნდებში? სწორედ ეს იგულისხმა და არაა საჭირო აურზაური.
emigranti
03 აგვისტო 2019 02:29
5
შენ კი მოგიკითხა მსოფლიოს ყველა ტაქსისტმა
kaxis
03 აგვისტო 2019 00:16
7
ნუ იბოღმებით განსაკუთრებით ქუთაისელებო. ცხადაძეს თქვენი ჭკუის სწავლება და კბენები არ სჭირდება რა.თუ რამის თქმა გინდათ ნახეთ და პირადად უთხარით. გამოდიხართ და წერთ არავინ მომკითხავი რომ არ გყავთ.
დინამო
02 აგვისტო 2019 23:32
22
გატყობ რეალობას ვერ აღიქვამ! კახა ცხადაძემ და მისმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში ფოკუზი გააკეთეს! ეს ერთი მისი არაკაცური საქციელი! ამის შემდეგ გამოდის და ტაქსის მძღოლებს მოიხსენიებს...განა არ იცოდა,რომ ისინი არ უნდა ეხსენებია,მაგრამ საქმე სულ სხვა რამეშია-ამით საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი და აღშფოთება გამოიწვია.ყურადღება ამ თემაზე იქნა გადატანილი და არა თამაშის ჩაწყობაზე!
ტორპედო
03 აგვისტო 2019 18:10
2
თავად ტაქსით ვშოულობ საარსებოს. ფეხბურთი ნათამაშები მაქვს. ოდიკაძე კოშკაძე მეტი რომ არ ჩამოვთვალოთ ჩემი გუნდელები იყვნენ. ოლიმპიური რეზერვები მაქვს დამთავრებული. ჩვენი თაობა საფეხბურთო წრეში გირკელად მიცნობდნენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ ვმალავ ჩემს წარსულს. ეხლა ვინც ძველებიდან (ჩემი თაობიდან) კითხულობს ჩემს კომენტარს მიხვდება. და არც იმას ვთაკილობ და ვმალავ რომ ტაქსაობით ვირჩენ თავს და ვარჩენ ოჯახს. მაგარი შეურაცხყოფილი ვარ კახი. ჩატში არასწორია თან არც გაუშვებენ დარწმუნებული ვარ იმ სიტყვებს რითიც ღირსი ხარ გიპასუხო ყველა თბილისელი კაცის სახელით ვინც ტაქსით ირჩენს თავს. და არა მარტო ტაქსით.. ყველა გულშემატკივრის სახელით.. ყველაფერს ვიჩალიჩებ(თუკი ვინმეს ვიცნობ დღეს საფეხბურთო ოჯახში ყველას შევაწუხებ) რომ თბილისში ორი წუთით მაინც შეგხვდე...
Taxi
02 აგვისტო 2019 22:57
12
ბევრს არ დავწერ. მარტივი კითხვა მაქვს შენთან: - შენ ეთანხმები Nemo ასეთ შედარებას, საჯაროდ გამოთქმულს?! ვის რა და სად კიდია, ჩვენ სულ არ გვასუქებს. შენ კარგად გეცოდინება კახის ანატომია.
Audit
03 აგვისტო 2019 09:03
1
საერთოდ არ მესმის რა გეწყინათ ამისთანა?! ჯერ ერთი ტაქსისტები რო თქვა ზოგადად სამოყვარულო ფეხბურთი იგულისხმა. და მეორეც კიდე - წინა ტურში რომელიღაცა ყახახური გუნდი ზუსტად ნახევრად სამოყვარულო გუნდმა გამოაგდო და იქ ურტყავდა მგინი ცხადაძე!
Vakhtang Lobzhanidze
03 აგვისტო 2019 07:34
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული