"ბარსელონას" ყოფილი ნახევრმცველი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

AutoSharing Option
ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ბოიან კრკიჩი "სტოკიდან" "მონრეალ იმპეკტში" აპირებს გადასვლას.

ფეხბურთელი ბოლონიაში კანადური კლუბის პრეზიდენტთან ჯოუი საპუტოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. ცნობისათვის, საპუტო "ბოლონიას" მფლობელია.

გასულ სეზონში 28 წლის კრკიჩმა ჩემპიონშიპში 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის მარადპერსპექტიულ ფეხბურთელად დარჩა.