მარიო ბალოტელიმ, შესაძლოა, კარიერა ბრაზილიაში გააგრძელოს

AutoSharing Option
როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარი ვებგვერდით იტყობინება, იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ, შესაძლოა, კარიერა ბრაზილიაში განაგრძოს და "ფლამენგოს" ფეხბურთელი გახდეს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, "ფლამენგოს" წარმომადგენლები ბალოტელისთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თუ შეთანხმება შედგა, 28 წლის ფორვარდი ბრაზილიის ჩემპიონატში აღმოჩნდება.

ბალოტელის ბოლო კლუბი "მარსელის ოლიმპიკი" იყო. მარიომ ფრანგული კლუბის რიგებში 15 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია.
ასევე დაგაინტერესებთ