"ლივერპულმა" ევროპის სუპერთასზე "ჩელსი" პენალტების სერიაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე "ლივერპულმა" "ჩელსის" თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია.

36-ე წუთზე ჟირუმ "არისტოკრატები" დააწინაურა. მან ევროტურნირების უკანასკნელ 16 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, შემდეგ კი ქალმა მსაჯმა ფარპარმა პულიშიჩის გოლი არბიტრთან მოთათბირების შემდეგ, რომელიც VAR-ის სისტემაზე იყო პასუხისმგებელი, თამაშგარეს გამო არ ჩათვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მანემ საპასუხო გოლი გაიტანა. ძირითად დროში ანგარიში არ შეცვლილა და ოვერტაიმი დაინიშნა.

დამატებით დროში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს, პენალტების სერიაში კი "ლივერპულმა" იმარჯვა და სუპერთასს მეოთხედ დაეუფლა.

ეს "ლივერპულის" მენეჯერის, იურგენ კლოპის სამწვრთნელო კარიერაში მე-800 მატჩი იყო.
ინგლისურ გუნდში მას გამარჯვებათა საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - 57%. "დორტმუნდში" 56% ჰქონდა, ხოლო "მაინცში" - 40%.

სტამბული. "ვოდაფონ არენა"
ლივერპული - ჩელსი 2:2 (პენ 5:4)
გოლები: 0:1 ჟირუ (36), 1:1 მანე (48), 2:1 მანე (95), 2:2 ჟორჟინიო (101)

ლივერპული: ადრიანი, გომესი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ალეკსანდერ-არნოლდი 90), ფაბინიო, მილნერი (ვეინალდუმი 64), ჰენდერსონი, ოკსლეიდ-ჩემბერლენი (ფირმინო 46), სალაჰი, მანე (ორიგი 103)

ჩელსი: არისაბალაგა, ასპილიკუეტა, ზუმა, კრისტენსენი (ტომორი 85), პალმერი, კოვაჩიჩი (ბარკლი 101), კანტე, ჟორჟინიო, პულიშიჩი (მაუნტი 74), პედრო, ჟირუ (აბრჰამი 74)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეჰ რა დრო იყო 1981 წ ლივერპულმა უარი თქვა სუპერთასზე დინამოსთან თამაშზე წაგების შეეშინდათ.
გიგა
09:47 15-08-2019
2
საღოლ კლოპი.
ZigSauer
04:51 15-08-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული