დიეგო ფორლანი: რონალდო მთელი დღე სარკეში იყურებოდა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ექსთავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა ყოფილ თანაგუნდელ რონალდოს ეგოისტი უწოდა.

"ბექჰემისგან განსხვავებით, რონალდო გასახდელში ეგოისტი იყო. უნდოდა, სულ სარკესთან ყოფილიყო, მთელი დღე სარკეში იყურებოდა", - განუცხადა ფორლანმა "მირორს".

ფორლანმა 2002-04 წლებში "მანიუში" 98 მატჩში 17 გოლი გაიტანა. მან ფეხბურთელის კარიერა გასულ წელს, ჰონკონგის "კიტჩიში" დაასრულა.

რონალდომ ამავე გუნდში 2003-09 წლებში 292 შეხვედრაში 118-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
ასევე დაგაინტერესებთ