ელკესონი აი კესენი გახდა - აი, ასე გადაწყვიტეს ჩინელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა

AutoSharing Option
ჩინეთის ნაკრებს მიზნად ყატარში 2022 წელს ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა დაუსახეს მიზნად, რაც სათქმელად ადვილია, საქნელად კი მათთვის ძალიან ძნელი და გამოსავალი მონახეს.

Xinhuanet-ის ცნობით, ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციამ 9 ფეხბურთელის ნატურალიზება და ნაკრებში მიწვევა გადაწყვიტა.

ჩინეთის ნაკრების პირველი ნატურალიზებული ფეხბურთელი 30 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ელკესონი გახდება, რომელიც ამ ქვეყანაში 2013 წლიდან ასპარეზობს.

ის ადრე "შანხაი ტელეისში" თამაშობდა, ახლა კი "გუანჯოუ ევერგრანდის" ღირსებას იცავს.

ელკესონმა გვარიც გამოიცვალა და აი კესენი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული