ცნობილი გახდა, თუ რამდენი გადაუხადეს უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის.
ამის შესახებ "დესნას" მცველმა ეფიმ კონოპლიამ YouTube-ის არხზე, გადაცემა "Профутбол"-ში ისაუბრა:
"პოლონეთთან ნამატჩევს ისევ დაგვპირდნენ, გვითხრეს, რომ არ გვაწყენინებდნენ. როგორც მივხვდი, სახელმწიფოსგან სამინისტროდან გადაგვიხადეს. თითოეულს 18 ათასი გრივნა (დაახლოებით 719 აშშ დოლარი) მოგვცეს".
პოლონეთში ჩატარებული მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში უკრაინის ნაკრებმა 3:1 დაამარცხა სამხრეთი კორეა და ამ შეხვედრაში ბრწყინვალე გოლი გაიტანა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა.