მესისა და რონალდოს ჰეგემონია დასრულდა? - უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
უეფამ მონაკოში ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრასთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელებიც დაასახელა.

უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად "ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი აღიარა, მეორე ადგილზე ლიონელ მესი (ბარსელონა) გავიდა, მესამეზე კი - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი).

სხვა ნომინაციებში უეფას ვერსიით საუკეთესოები არიან:

მეკარე: 1. ალისონი (ლივერპული), 2. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), 3. უგო ლორისი (ტოტენჰემი)

მცველი: 1. ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), 2. მატიას დე ლიხტი (აიაქსი/იუვენტუსი), 3. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული)

ნახევარმცველები: 1. ფრენკი დე იონგი (აიქსი/ბარსელონა), 2. კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი), 3. ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული)

თავდამსხმელები:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა), 2. სადიო მანე (ლივერპული), 3. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)

მკითხველის კომენტარები / 9 /
აბა დაიწყეთ ეხლა "ჰეგემონია" დასრულდა და ასეთები. წინა წლებშიც იძახოდით დასრულდაო, მაგრამ დასრულდა? სანამ მესი და როლანდო იქნებიან ეს ყბად აღებული ჰეგემონია არ დასრულდება!
აბა გელოდებით ჩასაფრებულებო და ბოღმებო.
10:16 30-08-2019
2
გეთანხმები, დასრულდება მაშინ როცა ლეო და კრიშტიანო დაასრულებენ კარიერას.
ვახო
11:12 30-08-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული