მესისა და რონალდოს ჰეგემონია დასრულდა? - უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
უეფამ მონაკოში ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრასთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელებიც დაასახელა.

უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად "ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი აღიარა, მეორე ადგილზე ლიონელ მესი (ბარსელონა) გავიდა, მესამეზე კი - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი).

სხვა ნომინაციებში უეფას ვერსიით საუკეთესოები არიან:

მეკარე: 1. ალისონი (ლივერპული), 2. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), 3. უგო ლორისი (ტოტენჰემი)

მცველი: 1. ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), 2. მატიას დე ლიხტი (აიაქსი/იუვენტუსი), 3. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული)

ნახევარმცველები: 1. ფრენკი დე იონგი (აიქსი/ბარსელონა), 2. კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი), 3. ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული)

თავდამსხმელები:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა), 2. სადიო მანე (ლივერპული), 3. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)