რადამელ ფალკაოს "გალათასარაიში" ათასობით ფანი დახვდა

AutoSharing Option
33 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო "მონაკოდან" "გალათასარაიში" გადავიდა.

ფალკაოს მონეგასკურ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა, თავისუფალი აგენტი გახდა და "გალათასარაიმ" ხელში მუქთად ჩაიგდო.

სტამბოლში სამხრეთამერიკელ ფორვარდს ზარზეიმით "გალათასარაის" ათასობით ფანი დახვდა.

მას სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონი ევრო დაუნიშნეს.

ფალკაომ გასულ სეზონში ლიგა 1-ის 33 მატჩში 15 გოლი (3 პენალტით) და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.