კოსტა-რიკის მწვრთნელი გადადგა: აღარ შემიძლია, მოვიწყინე, რა

AutoSharing Option
არგენტინული წარმოშობის ურუგვაელმა მწვრთნელმა გუსტავო მატოსასმა კოსტა-რიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობდა დატოვა.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ მოიწყინა.

"მივხვდი, რომ ეროვნულ დონეზე თავს არაპროდუქტიულად ვგრძნობ, იმის მიუხედავად, რომ თითქმის მთელ დროს ვიდეოს ყურებაში ვხარჯავ. რთულია, როცა ფეხბურთელები არ გყავს და ვერ ავარჯიშებ რეგულარულ დონეზე.

ფეხბურთელები მხოლოდ ორ თვეში ერთხელ მყავს და ეს მკლავს. არ მეგონა, თუ ასეთი რთული იქნებოდა. მეგონა, რომ რამენაირად ავიტანდი ასეთ სიტუაციას.

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა ასეთი მოსაწყენი იქნებოდა. არ ვნანობ
ამის გამო და არც გუნდს ვტოვებ იმედგაცრუებული, რადგან რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სხვა არც ერთ ნაკრებში აღარ ვიმუშავებ. არ შემიძლია ორ თვეში ერთხელ ვავარჯიშო ფეხბურთელები. ეს საჩემო არაა", - თქვა მატოსასმა.

52 წლის სპეციალისტი კოსტა-რიკის ნაკრებს 2018 წლის ბოლოს ჩაუდგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული