ახალი ევროტურნირი - როგორი იქნება კონფერენციათა ლიგა?

AutoSharing Option
ცნობილი გახდა მესამე ევროტურნირის დასახელება - კონფერენციათა ლიგა, რომელიც სტარტს 2021 წელს აიღებს.

მისი ფორმატი ჩემპიონთა ლიგის მსგავსი იქნება, 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ 1/8-ფინალში.

ჯგუფების მეორეადგილოსნები ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნებს პლეი-ოფში გასასვლელ მატჩებში შეხვდებიან.

კონფერენციათა ლიგის გამარჯვებულს მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება ექნება - აი, ესაა მთელი მისი "ხიბლი" და დიდი ალბათობით, პოპულარობით ყოფილი ინტერტოტოს თასის მსგავსი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩვენი კლუბებიც გავლენ აუცილებლად და კარგია,რო ევროპულ გუნდებთან ბევრი თამაშის შანცი გვექნება,პლუს სკაუტებიც იქნებიან სტადიონზე ბევრი და ჩვენთვის ყველმხრივ კარგია.
გოგა
12 სექტემბერი 2019 15:38
2
ყველაფერი ევროპა ლიგის ჩამოყალიბებისკენ მიყავთ, ამას მომავალში ვიხილავთ, გუნდები აუცილებლად დაიყოფიან სიძლიერის მიხედვით, კვოტირება უკვე წარსულია
goga
12 სექტემბერი 2019 14:50
2
რას ფილოსოფოსობენ, შემოიღეთ რა თასების თასი და მორჩა, დღემდა ვერ გავიგე რა აქვს დასაწუნი ამ ტურნირს.
ბმბ
12 სექტემბერი 2019 12:32
1
ხო მაგრამ,რომელ ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას ამ ტურნირში ან რა კრიტერიუმით შეირჩევა მონაწილე გუნდები?ეს არსად წერია.
რუსლანი
12 სექტემბერი 2019 12:12
1
უეფას საიტზე წერია დიდი ხანია.
ამ ტურნირზე ითამაშებენ ჩვენნაირი ქვეყნების ის გუნდები, რომლებიც დღეს ევროპის ლიგაზე თამაშობენ და იქ ჩვენ აღარ დაგვიშვებენ. ჯამურად მონაწილე კლუბების რაოდენობა დიდად არ შეიცვლება, უბრალოდ ევროპა ლიგა რჩეული ქვეყნებისთვის დარჩება მხოლოდ.
უეფას პრეზიდენტი საკალათბურთო ქვეყნიდან რომ გეყოლება, საკალათბურთო ევრო აურზაურის გადმოღებაც არ უნდა გაგიკვირდეს.
კოტე
12 სექტემბერი 2019 17:58
0
ისევე ჩაფლავდება ეს ტურნირი როგორც ინტერტოტოს თასი ჩაფლავდა. ზედემეტია ძალიან და არავითAრი ინტერესი არ ექნება. ევროპა ლიგა მხოლოდ 1/4 ფინალებოიდან ხდება ცოტა საინტერესო და ამ ტურირზე ვინ უნდა ითამაშონ თუნდაც 1/2 "კლუჟმა" და "ზარიამ" თუ "ლუდოგორეცმა"?









'
Geo_Dinamo
12 სექტემბერი 2019 11:20
8
ერთადეღთი რატომაც მივესალმები ამ ტურნირს არი ის რომ ჩვენი გუნდებისთვის შანსი იქნება გამოცდილების მისაღებად და კლასის ასამაღლებლად,რაც ნაკრებების დონეზე ერთა ლიგამ მოგვცა
gogia
12 სექტემბერი 2019 10:42
2
თასის მფლობელები ცალკე ტურნირს იმსახურებენ, როგორც ადრე იყო. ამით თასის გათამაშებას ძველი ხიბლი დაუბრუნდება ადგილებზე, მეტი ძლიერი გუნდი დაინტერესდება მისი Aმოგებით!
G.A.L.
12 სექტემბერი 2019 10:15
1
ინტერტოტოს გათამაშებას ათი თავით ჯობია!
დაახლოებით ევროპა ლიგის სიძლიერის ტურნირი გამოვა ფაქტიურად და ძაან კაია, იმედია უფრო მეტი შანსი ექნებათ ქართულ კლუბებს!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
12 სექტემბერი 2019 08:40
0
ყველაზე სუსტები თუ შეგვხვდებიან შანსი გვექნება
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
12 სექტემბერი 2019 10:24
0

სიახლეები პოპულარული