რაფაელ ვან დერ ვაარტი: ვან დეიკი საუკეთესო არ არის

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა "ლივერპულის" მცველ ვირჯილ ვან დეიკზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"ვან დეიკი მსოფლიოში საუკეთესო არაა, მაგრამ განსაკუთრებულია. საუკეთესონი მესი და რონალდო არიან, მაგრამ მცველისა და თავდამსხმელების შედარება არ შეიძლება.

მერჩივნა, მატიას დე ლიხტი "ბაიერნში" ან "ბარსელონაში" გადასულიყო. მას უჭირს ბონუჩისა და კიელინისთვის კონკურენციის გაწევა. თუმცა, კიელინიმ ტრავმა მიიღო. ისე, მატიასი ძალიან ნიჭიერია", - ციტირებს ვან დერ ვაარტს TMW.
ასევე დაგაინტერესებთ