"კრასნოდარის" ნატურალიზებულ ბრაზილიელს 350 ათასი დოლარის ღირებულების საათები მოჰპარეს

AutoSharing Option
"კრასნოდარის" ნატურალიზებულ ბრაზილიელ თავდამსხმელ არის სახლიდან 12 საათი მოჰპარეს, რომელთა საერთო ღირებულება 23 მილიონი რუბლია (350 ათასი აშშ დოლარი).

ქურდი მის სახლში ფანჯრიდან შეიპარა, საათები მოიპარა, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

პოლიციის ცნობით, ქურდმა რამდენიმე საათის გაყიდვა მოასწრო, დანარჩენი კი თავისი სახლის მახლობლად სარდაფში დამალა.

სწორედ ეს საათები დაუბრუნეს მფლობელს.

არი ამბობს, რომ საათებთან მისი გულიც მოიპარეს. ექვსი ცალის დაბრუნების გამო პოლიციის ძალიან მადლიერია, მაგრამ დანარჩენ ექვსს, ალბათ, ვეღარასოდეს დაიბრუნებს.

ცნობისათვის, 33 წლის არის სეზონური გასამრჯელო 2 მილიონი ევროა.

არი თავის
დროზე ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, შემდეგ კი მოქალაქეობა შეიცვალა და რუსეთის ეროვნულ გუნდში 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

altქურდებმა დანიელ სტარიჯის სახლიდან ძაღლი მოიპარეს

altმადრიდის "რეალის" კიდევ ერთი ფეხბურთელი გაქურდეს

altზიდანისა და ისკოს სახლები გაქურდეს, "რეალი" ფეხბურთელებს რჩევას აძლევს

altიმ დროს, როდესაც ფარერებთან თამაშობდა, ალვარო მორატას სახლი გაუქურდეს

altქურდმა ბრენდან როჯერსის სახლში სელფი გადაიღო

altქარიმ ბენზემას სახლი "ელ კლასიკოს" დროს გაქურდეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული