სამუელ ეტო'ო: მინდა მოურინიო "ბარსელონაში" ვიხილო

AutoSharing Option
თავდამსხმელმა სამუელ ეტო'ომ თამაშისთვის თავის დანებებისთანავე მწვრთნელ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელობითაც "ჩელსისა" და "ინტერში" ასპარეზობდა.

"დავიღალე იმის მტკიცებით, რომ მოურინიო საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია. ახლახან დავასრულე ფეხბურთელის კარიერა და მან პირველმა გამომიგზავნა შეტყობინება.

მოურინიო პატივისცემას იმსახურებს. ჩვენ ყოველთვის მისთვის ვიბრძოდით, მზად ვიყავით, თავი გაგვეწირა.

კარგი იქნებოდა, "ბარსელონაში" დაბრუნებულიყო. მსურს ვთხოვო, "მალიორკას" ჩაუდგეს სათავეში, იქ მოეწონებოდა, რადგან ესპანეთში საუკეთესო ქალაქია. თუმცა, მირჩევნია "ბარსაში" ვიხილო", - განუცხადა ეტო'ომ "მუნდო დეპორტივოს".

altეს დასასრულია - სამუელ ეტო'ომ კარიერის დამთავრების შესახებ გამოაცხადა

altეტო'ო:

"ბარსელონადან" წასვლისას გვარდიოლას შევახსენე, რომ არასოდეს არ იყო დიდი მწვრთნელი

altსამუელ ეტო'ო ყატარში წავიდა - კამერუნელის რიგით მე-13 კლუბი

altშავ დღეში ჩავარდნილ "ანჟის" რობერტო კარლოსი და ეტო'ო გადარჩენას უსურვებენ, მაგრამ ცენტითაც არ ეხმარებიან