ხოსეპ გვარდიოლა: ეტო'ო ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ვისთანაც მიმუშავია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლმა კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტო'ო შეაქო, რომელმაც კარიერა ახლახან დაასრულა.

"დაუჯერებელი ფეხბურთელი, გამორჩეული თავდამსხმელი, ერთ-ერთი საუკეთესო, ვისთანაც მიმუშავია და მინახია. პიროვნებამ და ხასიათმა შექმნა მისგან უმაღლესი დონის ბომბარდირი. რაც უფრო დიდი იყო ზეწოლა, მით უფრო კარგად თამაშობდა", - თქვა გვარდიოლამ.

ეტო'ო გვარდიოლას ხელმძვანელობით "ბარსელონაში" 2008/09 წლებში თამაშობდა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული