მახაჭყალაში ახალგაზრდული გუნდების შეხვედრას ოსებსა და ლეკებს შორის მასობრივი ჩხუბი მოჰყვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 15 სექტემბერს, ფედერალური "ოკრუგის" ფარგლებში მიმდინარე ახალგაზრდული ჩემპიონატის შეხვედრაში მახაჭყალის "უორ-დაღესტანსა" და ვლადიკავკაზის "იუნოსტს" შორის მასობრივი ჩხუბი მოჰყვა.

სხვადასხვა გამოცემის მიხედვით, ჩხუბის დაწყების ერთ-ერთი ინიციატორი დაღესტანში ცნობილი ფეხბურთელი არსენ აკაევის შვილი იყო, რომელმაც პირველმა დაარტყა ოსური კლუბის ფეხბურთელს.

მამა, რომელიც დაღესტნური გუნდის მწვრთნელია, მოედანზე შვილის დასამშვიდებლად შევიდა, როცა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელისაგან სახეში ძლიერი დარტყმა მიიღო. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი და სტადიონზე მყოფი თითქმის ყველა ადამიანი ჩაერთო მასში.

დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციაში გადაყვანილია 6 პიროვნება. ტელეგრამ არხის, Baza-ს
მიხედვით, ერთ-ერთი კლუბის მეკარეს ცხვირი აქვს გატეხილი, დანარჩენ ფეხბურთელებსაც დაზიანებები აღენიშნებათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული