კრიშტიანო რონალდო: ძალიან მინდა ვიპოვო ის ქალი და გოგონები, რომლებიც ბურგერებს უფასოდ მაჭმევდნენ

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ბრიტანულ გამოცემა the sun-თან ინტერვიუში თავის ბავშვობაზე ისაუბრა და გაიხსენა "მაკდონალდსის" თანამშრომელი ქალი და გოგონები, რომლებიც კრიშტიანოსა და მის თანაგუნდელებს "მაკდონალდსის" ბურგერებს უფასოდ აძლევდნენ.

"როცა 11-12 წლის ვიყავი, ჩვენს ოჯახს ძალიან უჭირდა. მე "სპორტინგის" სხვა აღსაზრდელებთან ერთად ვცხოვრობდი და ოჯახს 3 თვეში ერთხელ ვნახულობდი. ეს ძალიან რთული იყო.

საღამოს, 22:30-ისა თუ 23:00-ის შემდეგ ძალიან გვშივდებოდა, ახლოში კი "მაკდონალდსის" რესტორანი იყო. ჩვენ ვაკაკუნებდით კარებზე და ვეუბნებოდით: "გამარჯობა. ჩვენთვის რაიმე ბურგერი ხომ არ გაქვთ?" იქ ყოველთვის იყო
ქალი, სახელად ედნა და ორი გოგონა.

მას შემდეგ ისინი აღარ მინახავს. თუმცა ვეძებდი, პორტუგალიაში ვეკითხებოდი ხალხს, თუმცა ის "მაკდონალდსი" დაიხურა. ბედნიერი ვიქნები, თუ მათ ამ ინტერვიუს დახმარებით ვიპოვი. მინდა ტურინში ან ლისაბონში დავპატიჟო და მათთან ერთად ვისადილო. მსურს, ნაწილობრივ მაინც დავუბრუნო ის სიკეთე, რაც ჩემთვის გააკეთეს", - განაცხადა 34 წლის კრიშტიანო რონალდომ.


მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან მარტივია მათი ნახვა რომ მოენდომებინა, მაკდოანალდსის თანამშრომელი, კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას, მაკდონალდსის კადრების განყოფილებაში ნამდვილად იქნება ინფორმაცია მათ შესახებ და რონის გავლენის მქონე კაცს მისი მოპოვება გაუჭირდეს
მიხო
18 სექტემბერი 2019 23:36
10
ჟრუანტელმა დამიარა.მადლიერება ადამიანის უმაღლესი თვისებაა.ასევეა პატრიოტიზმი რომელიც კრიშტიანოს მომადლებული აქვს.
ღვთისნიერი
18 სექტემბერი 2019 16:39
0
ყველა ქვეყანაშია კეთილი და გულისხმიერი ხალხი, ღმერთმა დალოცოს ედნას ნაირი კეთილი ადამიანები და ათმაგათ გადუხადოს ღმერთმა უანგარო სიკეთე. ვინ იცის იქნებ მან მოახდინა გავლენა კრისტიანოზე და ეხლა ათასობით ბავშვს სიკეთით უხდის.
semi
18 სექტემბერი 2019 15:39
0
ბრავო, მის ადამიანობაზე მეტყველებს, ძალიან ბევრს ეშლება ეს ყველაფერი,!!!.
ზაზა
18 სექტემბერი 2019 15:30
0
მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რო ფეხბურთი ღარიბების სპორტია.ყველა ვარსკვლავი ვინც კი სპორტს ჰყოლია,ყველა ღარიბი ოჯახიდან იყო.ასე იყო და ასე იქნება.პირადად ლევან თედიაშვილის და ერთი ორი სხვა მსოფლიო ჩემპიონის ამბავი ვიცი ზუსტად და სანამ ჩვენთანაც არ ექნებათ საშუალება ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან ფეხბურთზე ვარჯიშის საშუალება,ვერ ვნახავთ ახალ მესხებს,ყიფიანებს,ჩივაძეებს ა.შ.
კრისტიანო თურმე ძალიან ბევრ ავადმყოფ ბავშვს ეხმარება.თუ ეს ხალხი იპოვა ამათაც გადაუხდის სამაგაიეროს.ამ ადამიანმა იცის ყველაფრის ფასი-დიდი ფეხბურთელი და დიდი ადამიანია.
Jordan Beli
18 სექტემბერი 2019 14:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული