გიორგი წიტაიშვილს არ ათამაშებენ, მაგრამ დანებებას არ აპირებს

AutoSharing Option
18 წლის ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილს კიევის "დინამოში" არ ათამაშებენ.

უკრაინული საკლუბო ფეხბურთის ყოფილი ფლაგმანი არნახულ კრიზისშია, უხეიროდ ასპარეზობს, ბოლოს უკრაინის ჩემპიონატზე საკუთარ მოედანზე "დესნასთან" 1:2 წააგო, 7 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-6 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და ლიდერ "შახტარს" 13 ქულით ჩამორჩა. მიუხედავად ამისა, ახალი მწვრთნელი ოლეკსეი მიხაილიჩენკო წიტაიშვილს არ სწყალობს და განაცხადშიც კი არ შეჰყავს.

თუმცა, წიტაიშვილი გულს არ იტეხს. მან "ინსტაგრამზე" დაწერა: "ელოდო. ითმინო. იმუშაო".

მკითხველის კომენტარები / 6 /
აი დარდი, თუ არ ათამაშებენ. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა ქართველს, ვინც საკუთარ სამშობლოს ზურგს აქცევს!
13
უყურე უკრაინის ნაკრების თამაშს ცოტა ხნის წინ.მართლა ვერ ვიგებ მომავალში ვის მაგივრად წარმოუდგენის ამ ბიჭს საკუთარი თავი უკრაინის ნაკრებში? თაობა მოდის უკრაინაში გაგიჟდები.მე მაგალითად ვგიქრობ,რომ ამას ამის ადგილი უკრაინის ნაკრებში ზამენაზეც არ არი,ბიჭები არიან სულ ფრინავენ. არადა ტიპს საქართველოს ხსენებას არ უნდოდა ვითომ.ერთი ისეთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია,როგორიც ბევრი გვყოლია და გვყავს.ცოტა ხანიც დავიცადოთ და ნახავთ ამისაგან ვაჩიბერიძეც(გეხსომებათ ტიპს აქეთ გამოხედვაც არ უნდოდა.აბა ეხლა ვკითხოთ სად არი საერთოფ) აღარ დარჩება.ასეა,მიზანდასახულად სამშობლოზე უარის თქმა ღმერთის კანონებზე უარის თქმას ნიშნავს.შეიძლება უარი თქვა ქალაქზე კონკრეტულად მაგრამ სამშობლოზე უარის თქმა ბევრ ცუდს ნიშნავს.წარმატებებს უსურვებ გულით!
Jordan Beli
07:53 19-09-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული