საუკეთესო მეკარის ჯილდოს ლეგენდარული მეკარის სახელი ექნება

AutoSharing Option
ფრანგული გამოცემა France Football-ი 2019 წლიდან დაიწყებს მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ჯილდოს გაცემას და ამ ტიტულს ლეგენდარული საბჭოთა მეკარის, ლევ იაშინის სახელი ექნება.

მოგეხსენებათ, მოსკოვის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მეკარეა, რომელმაც "ოქროს ბურთის" მოგება მოახერხა.

ლევ იაშინი ყველა დროის საუკეთესო მეკარედ ითვლება, ხოლო საუკეთესო მეკარის ყოველწლიური ჯილდოს 10 ნომინანტს ფრანგული გაზეთი 21 ოქტომბერს დაასახელებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული