ფიფამ პრიზები ჩამოარიგა - საუკეთესო ფეხბურთელი მესია, საუკეთესო მწვრთნელი - კლოპი

AutoSharing Option
მილანის ლა სკალაში The Best FIFA Football Awards-ის ცერემონიალი ჩატარდა და ფიფამ საუკეთესოები დაასახელა.

წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი აღიარეს. მეორე ადგილზე - რონალდო (იუვენტუსი), ხოლო მესამეზე ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული) გავიდა.

წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი (ლივერპული) დაასახელეს, რომელმაც უკან პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) და მაურისიო პოჩეტინიო (ტოტენემი) მოიტოვა.

წლის საუკეთესო მეკარე: 1. ალისონი (ლივერპული), 2. ედერსონი (მანჩესტერ სიტი), 3. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა).

ფიფას სიმბოლური ნაკრები: ალისონი (ლივერპული), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), მატიას დე ლიხტი
(აიაქსი/იუვენტუსი), მარსელო (რეალი), სერხიო რამოსი (რეალი), ედენ აზარი (ჩელსი/რეალი), ფრენკი დე იონგი (აიაქსი/ბარსელონა), ლუკა მოდრიჩი (რეალი), კილიან მბაპე (პსჟ), ლეო მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი).

ფიფას FAIR PLAY-ს პრიზით "ლიდსი" და მისი მწვრთნელი მარსელო ბიელსა დაჯილდოვდნენ.

ფერენც პუშკაშის პრიზი წლის საუკეთესო გოლისთვის "დებრეცენის" 18 წლის ნახევარმცველ დანიელ ჟორის გადაეცა - მან "ფერენცვაროშის" კარი 90+3-ე წუთზე ულამაზესი მაკრატელათი დალაშქრა.

წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ამერიკელი მეგან რაპინო მიიჩნიეს, რომელმაც თანამემამულე ალეკს მორგანს და ინგლისელ ლუსი ბრონზის აჯობა.

ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი აშშ-ის ნაკრების თავკაცი ჟილ ელისი გახდა, რომლის ხელმძღვანელობით, ამერიკელებმა ორჯერ მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი.