რონალდო მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას ფილოსოფიურად გამოეხმაურა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესის დასახელებას ფილოსოფიური პოსტით გამოეხმაურა.

"მოთმინება და მიზანსწრაფულობა - ის ორი თვისებაა, რომელიც პროფესიონალს მოყვარულისაგან გამოარჩევს. ყველაფერი, რაც ახლა დიადი გახლავთ, ნულიდან დაიწყო.

შეუძლებელია მიაღწიო ყველაფერს, თუმცა შესაძლებელია განაგრძო შრომა და მთელი ძალისხმევა ჩადო ოცნებების ასასრულებლად. გახსოვდეთ, ყოველ ღამეს მოსდევს დილის სხივი", - დაწერა რონალდომ.

ასევე დაგაინტერესებთ