"არსენალის" ლეგენდა: მესი "ოქროს ბურთს" არ იმსახურებდა, გამოკითხვა ნამდვილი ცირკია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ლეგენდა პოლ მერსონმა კომენტარი გააკეთა ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის შესახებ და საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა როგორც პროცედურა, ისე პრიზის ნომინანტობის საკითხი.

"დაიმსახურა თუ არა მესიმ ჯილდო? არამც და არამც. მაპატიეთ, მაგრამ ეს რაღაც სისულელეა. მან გააკეთა ის, რასაც ყოველ სეზონში აკეთებს. ის ახალ დონეზე არ ასულა. მან ვერ მოაგებინა "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგა. რამდენი გოლი გაუტანა "ალავესს"? ასეთ ჯილდოებს რაღაც განსაკუთრებულის გამო იღებენ.

ვან დაიკმა კი სწორედ განსაკუთრებული რამ გააკეთა. ის დაეხმარა "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში, ანუ იმ
მიზნის ასრულებაში, რაც "ბარსელონას" ჰქონდა. მათ რომ ჰკითხოთ, ჩემპიონთა ლიგის მოგება ურჩევნიათ თუ ლა ლიგის, ისინი პირველს აირჩევენ. ასე რომ, ჩემთვის გამოკითხვის შედეგები სასაცილოა. ეს ნამდვილი ცირკი გახლავთ.

იცით, რატომ მიიღო ეს ჯილდო მესიმ? იმიტომ, რომ პრიზის გაცემა 2016 წლიდან დაიწყეს. პირველი ორი სეზონი ის რონალდომ მიიღო, შემდეგ - მოდრიჩმა. ასე რომ, ახლა პრიზის მესისთვის მიცემა მოუწიათ. რა უნდა გაეკეთებინა ვან დაიკს? მან ჰოლანდიის ნაკრებიც ერთა ლიგის ფინალში გაიყვანა. არც კი მჯერა... მან ხომ კლუბიც და ნაკრებიც სხვა დონეზე აიყვანა.

მესის ეს არ გაუკეთებია "ბარსელონაში" გასულ წელს. მას ეს არასდროს გაუკეთებია. მუდმივად იმას აკეთებს, რაც სჩვევია. თუ ჯილდოს მწვრთნელი იღებს, როგორ შეიძლება პრიზი მისმა ფეხბურთელმა არ მიიღოს?" - ამბობს ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ექსპერტი პოლ მერსონი Metro-სთან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეტყობა კარგად ვერ წაიკითხე.რონალდუს ორჯერ უკვე აღებული აქვს და მესი რომ არ დარჩენილიყო ამ პრიზის გარეშე ამიტომ მისცეს.რაც შეეხება ეკუთვნოდა თუ არა ეტყობა კოპა ამერიკასთვის არ გიყურებიათ ან ლივერპულთან ვარსკვლავებით გადატენილი ბარსას განადგურებისთვის.მთავარი ტურნირები წააგო თან ისე რომ სხვას ვერ დააბრალებთ რადგან ერთერთი ყველაზე შეუმჩნეველი სწორედ მესი იყო.
ამაშია საქმე
25 სექტემბერი 2019 12:24
4
ამაშია საქმე! აღარ დაიღალე მესიზე ჩაციკლვით? ისეთი პრიმიტიული აზროვნებით მსჯელობ, რომ ზოგჯერ ვფიქრობთ ღირს კი პასუხის გაცემა? თურმე როლანდოს ორი აქვს ეს წოდება და მესის მაგიტომ მისცეს, კარგი რა?!!!! ყველაფერს აქვს საზღვარი. იცი როგორ გამოგდის? თეთრზე შავს, რომ ამტკიცებენ და პირიქით, აი ესეა შენი საქმე. თან მერე ერთი და იგივე შინაარსის კომენტარები არ მოგბეზრდა? იცი რაშია საქმე? უბრალოთ სკდებით გულზე, მესი როცა რამე ტიტულს აიღებს ხოლმე, აი ეს არის შენნაირების ბოღმების მთავარი მიზეზი და არა ის რასაც კომენტარებში ბოდავ.
10
25 სექტემბერი 2019 13:53
4
თუნდაც ლივერპულში ვან დაიკზე მეტი დამსახურება არავის შეუტანია ლიგის მოგებაში? რა ზღაპარია. კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არანაირად მსოფლიოში საუკეთესო. მისი როლიც ნაკლებია ვიდრე წარმოაჩენთ გუნდში. ლივერპულზეა საუბარი და არა 2006-ის იტალიის ნაკრებზე, რომელმაც დაცვაში დგომით მოიგო მსოფლიო და იქ მართლაც კანავარო იყო მნიშვნელოვანი ფიგურა.
???
24 სექტემბერი 2019 23:29
2
სამი წელია რაც ეს პრიზი დააწესა ფიფამ.პირველი ორი კრიშტიანომ მოიგო მესამე მოდრიჩმა.ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს რომ ისეთი მაშტაბის ფეხბურთელი როგორიც მესია უნდა ფლობდეს აღნიშნულ პრიზს.ასაკიდან გამომდინარე წელს შეიძლება ბოლო შანსია მესისთვის რომ აღნიშნული პრიზის გარეშე არ დარჩენილიყო ამიტომაც მოაგებინეს.რაც შეეხება ოქროს ბურთს შემიძლია ნიძლავს ჩამოვიდე ვან დეიკი მოიგებს.
ამაშია საქმე
24 სექტემბერი 2019 22:31
2
"ამაში საქმეა" შენი კომენტარიდან გამომდინარე რახან ასაკს შეეხე ,მაშინ "პენსიონერ" როლანდოს უფრო ეკუთვნოდა არა? ცოტა დაუკვირდი რას ბჟუტურებ. მესიმ დამსახურებულად აიღო ეს პრიზი იქიდან გამომდინარე, რომ წინა სეზონი ინდივიდუალურად მართლაც საუკეთესოდ ჩაატარა.
10
25 სექტემბერი 2019 10:28
1
ძალიან ბევრი ვერ ხვდება რამდენად "გაატრუხეს" მესიმ და რონალდუმ ფეხბურთი. ესენი რასაც 13-15 წელია სტაბილურად აკეთებენ, იმას რომ ნებისმიერი სხვა ერთი სეზონით გააკეთებს ცაში აჰყავთ. ამ ორისგან უკვე აღარავის უკვირს 50 გოლი სეზონში და როდესაც 35ს გაიტანენ ჩავარდნილ სეზონად ეთვლებათ, იმის მიუხედავად რომ სხვა ყველას მაინც სჯობნიან.
ვან დაიკს არაფერს ვუკარგავ, უძლიერესი მცველია და კიდე უფრო მაგარი პიროვნება. მე პირადად ასეთი სეზონი მცველისგან არც მახსენდება. რთულია საუკეთესო გამოავლინო როდესაც სხვადასხვა ჩემპიონატებში გამოდიან.
kondogbia
24 სექტემბერი 2019 20:42
2
საშინელი კოპა ამერიკის მერე რო მსოფლიოს საუკეთესო გახდები მაგიტო ხარ მაგარი.
ave
24 სექტემბერი 2019 19:47
5
საშინელი კოპა ამერიკის მერე და ენფილდზე სიარულის მერე სადა მესი ნული იყო მართლა ცირკია მისი პირველობა.
მაზოხიზმი
24 სექტემბერი 2019 17:56
14
შენნაირები საერთოდ იგებთ რამეს? ისე არაა ჩემი მტერი!
vaJa
24 სექტემბერი 2019 16:44
6
ანეგდოტი. მარსელო მოხვდა წლის სიმბოლურში. ტიპი მინიმუმ ნახევარი სეზონი სკამზე იჯდა და რეგილონი თამაშობდა ყველა მნიშვნელოვან თამაშს.
a.a.
24 სექტემბერი 2019 16:44
1
ვან დაიკი ლივერპილს დაეხმარა ლიგის მოგებაშიო, სამაგიეროდ მესი დაეხმარა დანარჩენ მსოფლიოს ენახა რა არის ნამდვილი ფეხბურთი!
barsa
24 სექტემბერი 2019 16:41
3
ამ დროს მესისცოლს ეფერებიან და ათბობენნ რონალდო და ვანდეიკი
იკა
24 სექტემბერი 2019 22:35
3
აბა ბოღმებო და შურიანებო, გაგიჟდით ხომ მესის საუკეთესეობაზე? ამ ლიგებით ნუ წაიღეთ ტვინი ეკუთვნოდა და სამართლიანადაც გადასცეს. სანამ ეს აყლაყუდა ვან დეიკი გამოჩნდებოდა, გაგებულიც არც მქონდა მისი გვარი. მესიზე მეტი რა გააკეთა ისეთი, ასე, რომ გაგიჟდით? ჰა ერთი ლიგა მოიგო, რას ამბობთ ერთი ასეთი კარგი მეკარე არ ყოლოდათ.... არ შეჭამეთ ყველა ბოღმებმმა ტვინი?
????
24 სექტემბერი 2019 15:51
11

სიახლეები პოპულარული