ის, რაც ქუთაისელებს უნდა გაეკეთებინათ - "როდას" ფანებმა ინვესტორი სტადიონის ოფისიდან გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მექსიკელი ბიზნესმენი მაურისიო გარსია დე ლა ვეგა, რომელიც ჰოლანდიური "როდას" მფლობელი გახლავთ, ამავე კლუბის ფანებმა ჰოლანდიის მეორე დივიზიონის მატჩის დროს ("გრააფსხაფის" წინააღმდეგ) სტადიონის ოფისიდან გააძევეს.

ჰოლანდიური გამოცემების მიხედვით, გულშემატკივრები არ არიან კმაყოფილნი ახალი მფლობელებით, რომლებმაც კლუბს 2019 წლის ივნისიდან ფლობენ. ფანების თქმით, ინვესტორი ვერ უზრუნველყოფს კლუბის ეკონომიკურ სტაბილურობას და სახსრების მოზიდვის მიზნით კლუბის სტადიონის - "Parkstad Limburg"-ის გაყიდვას გეგმავს.

ვეგა საკმაოდ ცნობილია ესპანურ საფეხბურთო წრეებში. ის დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა "რეალ მურსიას" დიდ წილს და ახლაც ამტკიცებს, რომ კლუბი მისია.

5 ნოემბერს გაიმართება სასამართლო სხდომა, სადაც იმსჯელებენ მეწილეთა გადაწყვეტილების გაუქმებაზე, რომლის მიხედვითაც, კლუბის კაპიტალის ამგვარი გზით (სტადიონის გაყიდვით) გაზრდას გულისხმობდა და უმრავლესობა ამ იდეას დაეთანხმა.

ივლისში მაურისიო გარსია დე ლა ვეგა ესპანურ MARCA-სთან საუბრობდა, რომ ძალიან კარგი პროექტი ჰქონდა ჰოლანდიურ ფეხბურთში და "როდას" უდიდესი პოტენციალი ჰქონდა.

მექსიკელის სტადიონის გაძევების ფაქტზე კი კომენტარი ჰოლანდიურმა პოლიციამ გააკეთა და განცხადებაში აღინიშნა, რომ ინვესტორს არანაირი დაზიანება არ მიუღია და მისი უსაფრთხოება დაცული იყო.

მომზადებულია MARCA-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქუთაისში რა არ გააგდეს? ახლა არ მითხრათ თავისი სურვილით წავიდაო. თანაც კლუბი ჩამოართვეს და საქმეც სასამართლოშია. მოკლედ რს უფრო "ევროპულია"???
kaira
15:52 30-09-2019
3

სიახლეები პოპულარული