უკრაინელი ფეხბურთელი: ლგბტ მსვლელობის წინააღმდეგი ვარ, ჩვენ ხომ მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ

AutoSharing Option
ბრესტის "დინამოს" 27 წლის უკრაინელმა ნახევარმცველმა ალეკსანდრ ნოიოკმა "იუთუბ-არხ" MelkazeRaw-სთან საუბარში საბჭოთა წარსულსა და ლგბტ საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"ჰომოფობი არ ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში გეი-მსვლელობები არ უნდა იმართებოდეს, უკრაინა კი მართლმადიდებლური ქვეყანაა. ის, რაც კიევში მოხდა (KyivPride -ის ორგანიზება), ვთვლი, არასწორი იყო, ასე არ უნდა ხდებოდეს. ძალიან მტკიოდა გული, როცა ეს ყველაფერი ვნახე.

როგორ კი მაგრამ? ქვეყანამ ფაშიზმი დაამარცხა, ყველა იბრძოდა. ჩვენ საბჭოთა სიმწყობრე უნდა გვქონდეს. ჩვენი მშობლები კარგად და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ყველა ნოსტალგიურად იხსენებს იმ დროს
- ყველაფერი ისე კარგად და ბრწყინვალედ იყო. აი, იცხოვრეს ჩვენმა მშობლებმა და მოგვცეს კარგი ბაზა. ჩვენ ხომ ნორმალური ბიჭები ვართ: ცოლი, ოჯახი, ბედნიერება, შემდეგ უკვე შვილიშვილები. ეს საერთოდ საოცრებაა", - განაცხადა უკრაინელმა ფეხბურთელმა.

ალეკსანდრ ნოიოკი ბრესტის "დინამოს" ფეხბურთელი 2016 წელს გახდა, იქამდე კი უკრაინაში სხვადასხვა კლუბში თამაშობდა. წლევანდელ სეზონში ნოიოკმა 19 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი ბელორუსის ჩემპიონატს ლიდერობს. ნოიკო თავის დროზე, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დისლაიკს არასწორები წერენ
irakli
16:59 04-10-2019
0
ესეთი უნდა იყოს ნამდვილი კაცი. ყოჩაღ!!!
Mamuka
17:50 03-10-2019
4

სიახლეები პოპულარული