საოცარი სინქრონი - ტაილანდში "მაკრატელა" დარტყმით გოლი ორმა ფეხბურთელმა ერთად გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ოქტომბერს, ტაილანდის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს "ნახონ რაჩასიმა" და "ბურირამ იუნაიტედი" ხვდებოდნენ, ულამაზესი გოლი გავიდა.

მასპინძლებს დამატებით დროში ერთ-ერთი უკანასკნელი შეტევა ჰქონდათ. ჩაწოდებულ ბურთზე "მაკრატელა" დარტყმის შესასრულებლად "ნახონის" ორი ფეხბურთელი - ლეანდრუ ასუმპსაო და კრისადა ჰამვიპატი წავიდა. ფეხბურთელები წყალში მხტომელებივით, ძალიან სინქრონულად ახტნენ და დაარტყეს. საბოლოოდ, გოლი ტაილანდელ ჰამვიპატს ჩაუთვალეს, თუმცა ადვილი გასარჩევი ნამდვილად არაა, თუ რომელმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი.

მასპინძელი გუნდი, "ნახონ რაჩიასი" ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, ხოლო "ბურირამი" პირველ ადგილზეა და ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს. აღსანიშნავია,
რომ სწორედ ამ გოლის წყალობით შეიტყო ამ ორი გუნდის შესახებ მსოფლიომ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ძნელი გასარჩევი ესაა..რომელიც გახარებული დარბოდა გოლის შემდეგ იმან გაიტანა..:)))
saba
15:11 04-10-2019
0

სიახლეები პოპულარული