საუდის არაბეთში VAR-ის სისტემა მობილური ტელეფონის დატენვის მიზნით გამორთეს

AutoSharing Option
საუდის არაბეთის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩისას, რომელშიც ერთმანეთს "ალ ნასრი" და "ალ ფატეხი" ხვდებოდნენ, ვერც მთავარმა და ვერც ვიდეოარბიტრმა VAR-ის სისტემის გამოყენება ვერ შეძლო, რადგან სტადიონის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სისტემა დენის წყაროდან მობილურის დატენვის მიზნით გამორთო.

აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ტვიტერში" არაბმა სპორტულმა ჟურნალისტმა გაავრცელა. ერთ-ერთ მომენტში, როცა შეხვედრის მთავარ არბიტრს გოლის გადამოწმება სურდა, აღმოაჩინეს, რომ VAR-ის სისტემა, უბრალოდ, გამორთული იყო.

შეხვედრაში გამარჯვება "ალ ნასრიმ" მოიპოვა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ხოლო ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სანქციით დაისჯება ის თანამშრომელი, რომელმაც
საკუთარი მობილური ტელეფონის დასატენად მსგავსი პრობლემა შექმნა.