"სერ ალექს ფერგიუსონმა მატჩი ძვირფასი საათის მისაღებად ჩააწყო" - იტალიელი აგენტი

AutoSharing Option
იტალიელმა აგენტმა ჯუზეპე პალარიამ, რომელიც გარიგებული მატჩების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი, სასამართლოს განუცხადა, რომ 30 000 ფუნტის ღირებულების "როლექსის" საათისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგაზე გამართული თამაში ჩააწყო.

პალარიამ ისიც განაცხადა, რომ ფერგიუსონი აგენტებთან ისედაც მუშაობდა, რა თქმა უნდა, ფინანსური სარგებლის მიზნით და იღებდა კიდეც თანხებს. პროკურორის განცხადებით, პალარიამ ისიც თქვა, რომ ფერგიუსონისთვის ფული ადრეც ჰქონდა გადახდილი.

აღსანიშნავია, რომ პალარიას ბრალდება სწორედ კლუბებს შორის ურთიერთობას გულისხმობდა. გენუაში დაბადებული იტალიელი ასოცირებული ტურინის "იუვენტუსთან" იყო.

სერ ალექს ფერგიუსონი
კი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად არის აღიარებული. მასზე მეტი ტიტული არცერთ მწვრთნელს არ მოუგია.