სომხეთის ნაკრების მწვრთნელი არმენ გიულბუდაგიანცი გადადგა

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრების მწვრთნელი არმენ გიულბუდაგიანცი გადადგა.

სომხეთის ნაკრები ევროშესარჩევ ტურნირზე J ჯგუფში კარგად ასპარეზობდა, მაგრამ ბოლო ორი მატჩი გუნდის ლიდერის, ჰენრიხ მხითრიანის გარეშე უხეიროდ ჩაატარა - ლიხტენშტაინთან ფრეს (1:1) დასჯერდა, ფინეთთან 0:3 წააგო, 10 ქულით მესამე ადგილზეა, მეორე პოზიციაზე მყოფ ფინეთს 5 ქულით ჩამორჩა და ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ევროპირველობის საგზურის მოპოვების შესაძლებლობა ფაქტიურად დაკარგა.

გიულბუდაგიანცმა განაცხადა, რომ მის წინაშე ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანის ამოცანა არ დაუსახავთ, მაგრამ პასუხისმგებლობას გრძნობდა, თანამშრომლობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და პოსტი დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაცვა არ უვარგათ ჩვენგან განსხვავებით,ხოდა იმიტომ უნდათ ვაისის დონის მწვრთნელი,თორე შეტევა რო ჩვენზე გაცილებით უკეთესი ყავთ მგონი ყველა დამეთანხმება.
gocha
21:24 18-10-2019
14
ამათიც ვერ გამიგია.მშვენიერი შემადგენლობა ყავთ,ჩვენზე უკეთესიც.გოლის გატანა იციან ჩვენგან განსხვავებით.ვარსკვლავიც ყავთ.ყველას უტანენ თითქმის.ერთი ნორმალური მწვრთნელი როგორ ვერ იშოვეს,თუნდაც ვაისის დონის.მართლა კარგად თამაშობენ,მწვრთნელია ყოველთვის ამათი პრობლემა.
gocha
19:41 18-10-2019
17

სიახლეები პოპულარული