ნისტელროი: ამ ყველა 6 ფეხბურთელის ერთიანობა მესი არის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ნიდერლანდელმა რუუდ ვან ნისტელროიმ ესპანურ sport.es-სთან საუბარში ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოსა და სხვა ფეხბურთელებს შეადარა.

"რონალდო ბომბარდირია, ინიესტა - ჭკუა, სალაჰი, მანე, აზარი და მბაპე შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, თუმცა ყველა მათგანი ერთად არის მესიში. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც არგენტინელის დონეზეა. თითქოს Playstation-ით თამაშობს", - განაცხადა ნიდერლანდელმა ფორვარდმა.

რუუდ ვან ნისტელროიმ კარიერა 2012 წელს "მალაგაში" დაასრულა, იქამდე კი შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. ნიდერლანდების ნაკრებში 70 შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავი 35-ჯერ გამოიჩინა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
პელე,მარადონა,მესი. ვინ იქნება შემდეგი....
BARCA CHAMPION
22 ოქტომბერი 2019 18:05
1
შემდეგი იქნება ჩაკვეტაძე!
ლელა კაკულია
23 ოქტომბერი 2019 10:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული