ავტოგოლი - ვალვერდეს ხელში "ბარსას" მეორე საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგაზე

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გასვლაზე პრაღის "სლავია" პეტერ ოლაინკას ავტოგოლით დაამარცხა და ეს მე-7 შემთხვევა აღმოჩნდა ვალვერდეს მწვრთნელობის დროს, როცა "ბარსას" მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი. კატალონიელთა მოწინააღმდეგეების ავტოგოლები ბომბარდირთა სიაში მესის შემდეგ მეორე ადგილზეა.

2017/18 წლების სეზონიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც კატალონიური გრანდი ერნესტო ვალვერდემ ჩაიბარა, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი "ბარსელონას" მაისურით ლიონელ მესიმ შეაგდო - 19, შემდეგ მოდის ავტოგოლი - 7, სუარესსა და დემბელეს 4-4 გოლი აქვთ გატანილი.

7 ავტოგოლიდან 2-2 ლისაბონის "სპორტინგისა" და
"რომას" ფეხბურთელებზე მოდის - კოატესმა და მატიომ პორტუგალიურ კლუბს გაუტანეს, დე როსიმ და მანოლასმა - "რომას". იმავე წელს "ოლიმპიაკოსის" მცველმა ნიკოლაუმაც გამოიჩინა თავი "ბარსასთვის". შარშანდელ სეზონში ლუკ შოუმ გაუტანა დე ხეას "მანჩესტერთან" მატჩის დროს და წელს უკვე, ოლიანკამ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული