ისრაელისა და ბრაზილიის ნაკრებთა ლეგენდების მატჩის დროს სახალისო შემთხვევა მოხდა და მატჩის მთავარმა არბიტრმა "მილანისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილ ვარსკვლავ კაკას ყვითელი ბარათი მასთან სელფის გადასაღებად უჩვენა.
შეხვედრის 50-ე წუთზე ქალმა არბიტრმა კაკა გააფრთხილა, მაშინვე მობილური ტელეფონი ამოიღო და მასთან სელფი გადაიღო. ამის მომსწრე რივალდომ სიცილი ვერ შეიკავა.
შეხვედრა ბრაზილიელებმა მოიგეს - 4:2. 37 წლის კაკამ კი კარიერა 2 წლის წინ დაასრულა. "ოქროს ბურთის" მფლობელი ფეხბურთელი ბოლოს ამერიკულ "ორლანდო სიტიში" თამაშობდა.