გიორგი წიტაიშვილმა ახსნა, რატომ ვერ დარჩა "ბარსელონაში"

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა სტუდენტური ლიგის დაწყების წინ გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა.

- რომელია თქვენი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გოლი?
- ალბათ, რომელიც 2019 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიტანე.

- რატომ "დინამო" და არა "ბარსელონა"?
- როდესაც "ბარსელონაში" ვიყავი, პრობლემა შემექმნა დოკუმენტებთან და ბაზასთან დაკავშირებით, რადგან არ შეიძლებოდა იქ არასრულწლოვანს მეცხოვრა და მარტო უნდა ვყოფილიყავი. მაშინ ჩემი მამა კვიპროსში თამაშობდა და უთხრეს, რომ მე ფიზიკური ფორმა უნდა გამეუმჯობესებინა. ძალიან მიხარია, რომ "დინამოში" აღმოვჩნდი. გამიმართლა. "დინამოში" რომ არ მეთამაშა, მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გავხდებოდი.

-
მსოფლიოს ჩემპიონტის მოგების შემდეგ როგორი ემოციები დაგეუფლათ?
- თავიდან ვერ ხვდები, რა ხდება, როდესაც თასს აღმართავ, განსაკუთრებით ასეთს. მხოლოდ 1-2 თვის შემდეგ მივხვდით, რასაც მივაღწიეთ. მსოფლიოს ჩემპიონობით ამაყი ვარ. ვფიქრობ, უკრაინას მთელს მსოფლიოში გავუთქვით სახელი.

- რას დაარქმევდით თქვენს ავტობიოგრაფიას?
- ავტობიოგრაფიას არ დავწერ.

"დინამო" რატომ აირჩიეთ?
- არჩევანი "შახტარსა" და "დინამოს" შორის უნდა გამეკეთებინა. კიევური გუნდი ავირჩიე. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ.

- რომელი მცველის წინააღმდეგ გინდა ითამაშოთ?
- ნებისმიერი გამოუშვით (იცინის). ჟორდი ალბას წინააღმდეგ მინდა ვითამაშო.

altგიორგი წიტაიშვილს არ ათამაშებენ, მაგრამ დანებებას არ აპირებს

altგიორგი წიტაიშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის 719 დოლარი გადაუხადეს

altგიორგი წიტაიშვილი: საქართველოს ნაკრებში მიწვევენ, მაგრამ პასპორტის გამოცვლას არ ვაპირებ

altU20. გიორგი წიტაიშვილმა ფინალში გოლი გაიტანა - უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
დამიჯერეთ ცოტა ხანში შეიხვეწება.რა ესაქმება ამას უკრაინის ნაკრებში?თაობა მოდის უკრაინაში დაფრინავენ.ამან ვინ უნდა ამოაგდოს ნაკრებიდან ვერ ვხვდები.სად არი სათხე მარილი-ო ხო გაგიგიათ ასეთი გამოთქმა.ამას მილიონჯერ მირჩევნია ნინუა,ძარია,დავითაშვილზე აღარ ვიძახი არაფერს.წარმატებებს ვუსურვებ ყველა „ქართველ“ სპორტსმენს!
Jordan Beli
21:17 02-11-2019
1
ვეტანხმები გამოტკმულ მოსაზრებას არარის საინტერესო ვიგაც რიგიტ უკრაინელ ფეხბურტელზე წერა უფრო საინტერესოს მოფიქრება და დაწერაც სეიდზლება
levani
12:38 02-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული