როგორც 24SATA იტყობინება, საფეხბურთო კლუბ "ელენგრადის" ფეხბურთელი ივან გაზდეკი ნახევრად პროფესიონალური ლიგის შეხვედრაში მოედნიდან ქათმის მკვლელობის გამო გააძევეს.
გაზდეკი მოედანზე შემოსულ ქათმებს გაეკიდა, ერთ-ერთი ფეხის დარტყმით მოკლა და მინდვრის ფარგლებს გარეთ მოისროლა. მობრუნებულმა კი მის წინ წითელი ბარათი დაინახა.
თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ფრინველის მოკვლა არ სურდა და შემთხვევით შემოაკვდა. გაზდეკმა მეპატრონეს წერილში მოუბოდიშა და სხვა ქათამი გაუგზავნა. მაგრამ შეუცვლის კი პატრონს მის თვალწინ გაზრდილ ფრინველს უცხო ქათამი?!