ედერი და კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევრო-2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის ლიეტუვასა (14 ნოემბერი) და ლუქსემბურგთან (17 ნოემბერი) შემადგენლობა გამოაცხადა:

მეკარეები: ბეტუ ("გიოზთეფე"), ჟოზე სა ("ოლიმპიაკოსი"), რუი პატრისიუ ("ვულვზი")

მცველები: რიკარდუ პერეირა ("ლესტერი"), ნელსონ სემედუ ("ბარსელონა"), რუბენ სემედუ ("ოლიმპიაკოსი"), ჟოზე ფონტე ("ლილი"), პეპე ("პორტუ"), რუბენ დიაში ("ბენფიკა"), რაფაელ გერეირო (დორტმუნის "ბორუსია"), მარიუმ რუი ("ნაპოლი");

ნახევარმცველები: დანილუ პერეირა ("პორტუ"), რუბენ ნევეში ("ვულვზი"), ბერნარდუ სილვა ("მანჩესტერ სიტი"), ბრუნო ფერნანდეში ("სპორტინგი"), ჟოაუ მოუტინიო ("ვულვზი"), პიცი ("ბენფიკა"), ჟოაუ მარიუ ("ლოკომოტივი");

თავდამსხმელები: ბრუმა (პსვ), კრიშტიანო რონალდო ("იუვენტუსი"), ანდრე სილვა
("აინტრახტი"), დანიელ პოდენსე ("ოლიმპიაკოსი"), დიოგუ ჟოტა ("ვულვზი"), ედერი ("ლოკომოტივი"), გონსალუ პასიენსია ("აინტრახტი").

6 მატჩის შემდეგ პორტუგალიელებს 11 ქულა აქვთ და B ჯგუფში მეორე ადგილს იკავებენ.