"იუდა" რაკიცკიმ უკრაინის ნაკრებში ჰაერი გაასუფთავა და იქიდან წავიდა, სადაც აღარ იყო

AutoSharing Option
მცველი იაროსლავ რაკიცკი ზამთარში "შახტარიდან" "ზენიტში" გადავიდა და ბონუსის სახით 5 მილიონი ევრო მიიღო. ის არაა იმ დონის ფეხბურთელი, რომლის გამო ამხელა თანხას ბონუსის სახით იხდიან და ეს რუსეთის მხრიდან უფრო პოლიტიკური ნაბიჯი გახლდათ.

"იარიკი" უკრაინის ნაკრებიდან მოკვეთეს და ამით გუნდს არაფერიც არ დაკლებია. პირიქით, ვადამდე მოიპოვა ევროპირველობის საგზური. ახლა კი რაკიცკიმ განაცხადა, რომ ნაკრებიდან მიდის. ამ თემას UA-Футбол-ზე ჟურნალისტმა იგორ სემიონმა წერილი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ "იუდას" მოკვეთით ნაკრებში ჰაერი გასუფთავდა და არ შეიძლება ფეხბურთელი იქიდან წავიდეს, სადაც უკვე
აღარ არის. ეს უკრაინული მხარის პოზიციაა. გასაკვირია და, sports.ru-ში იგორ რაბინერმა დაახლოებით იმავე სახის წერილი გამოაქვეყნა. გასაგებია, რომ მსგავსი მასალა ბევრს არ დააინტერესებს, მაგრამ ზოგიერთისთვის საინტერესო იქნება, თანაც ძალიან.

"რაკიცკიმ განაცხადა, რომ ნაკრებიდან მიდის. მან "ინსტაგრამზე" დაწერა: "მთელი წელი ეროვნულ გუნდში გამოძახებას ველოდი, მაგრამ დიდი ფეხბურთი დიდი პოლიტიკა გახდა. სწორედ შიშით ხელმძღვანელობენ ისინი, რომლებიც ნაკრებში ფეხბურთელებს იძახებენ".

ამავე დროს, "ზენიტის" მწვრთნელმა სერგეი სემაკმა "ლაიპციგთან" სამი ცენტრალური მცველით თამაში იმით ახსნა, რომ ორი მათგანი - ივანოვიჩი და რაკიცკი, სისწრაფით არ გამოირჩევა.

იაროსლავ, იქნებ ამით ახსნათ ნაკრებში არგამოძახება და არა პოლიტიკით. პოლიტიკური ფაქტორის არსებობასაც არ გამოვრიცხავ, გეთანხმებით, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია.

თავისი თამაშით რაკიცკის რომ ნაკრებში გამოძახების აუცილებლობა დაემტკიცებინა, შევჩენკო მის სამსახურზე უარს ვერ იტყოდა. ამიტომ ამჯობინა სხვები. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდებულ შედეგსაც მიაღწია - ჩემპიონთა ლიგაზე "ზენიტის" შედეგებისგან განსხვავებით.

საკუთარი პროფესიული პრობლემების პოლიტიკით გამართლება და საერთოდ, ავი ზრახვებით ახსნა ყველაზე მარტივია. ეგაა, ჭეშმარიტებასთან ამას საერთო არაფერი აქვს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს კაცი ბოლობოლო შახტარმა გაყიდა თუ არა?!!! შახტარი არის უკრაინული კლუბი თუ არა? თუ შახტარს უკრაინელი ფეხბურთელის რუსულ კლუბზე მიყიდვა არ ჩაეთვალა ცუდ ტონად, ფეხბურთელმა რაღა დააშავა მაშინ?! ნუ პატრიოტები კი არიან უკრაინელები, მაგრამ ცალფაზიანი პატრიოტები!!!
დემე
10:36 08-11-2019
2
ჩვენი ნაკრების ნახევარი კიდევ რუსეთში თამაშობს. ძალიან სამწუხაროა! აი უკრაინელებს პატრიოტიზმში და სამშობლოს სიყვარულში რომ დავეწევით, მერე ალბათ ეშველება ჩვენს ქვეყანას.
ნიკა
00:40 08-11-2019
13
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული