რონალდო გაბრაზებული გავიდა, მის ნაცვლად შესულმა დიბალამ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ნოემბერს, სერია A-ს მე-12 ტურში "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "მილანი".

"როსონერიმ" დიდი წინააღმდეგობა გაუწია "ბიანკონერის", რომლის თავდამსხმელმა რონალდომ ვერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა და მწვრთნელმა მაურიციო სარიმ 55-ე წუთზე პაულო დიბალათი შეცვალა. თანაც, უკვე ზედიზედ მეორე მატჩში შეცვალა. გაბრაზებული კრიშტიანო პირდაპირ გასახდელში გავიდა, სტადიონი კი საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე დატოვა.

აშკარაა, პორტუგალიელი ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატზე ჩვეულად ვერ ასპარეზობს - 5 გოლი გაიტანა და აქედან 2 პენალტით.

გამარჯვების გოლი დიბალამ 77-ე წუთზე გაიტანა.

"იუვენტუსმა" 32 ქულა
დააგროვა და ლიდერობა დაიბრუნა - "ინტერს" 1 ქულით უსწრებს და 23 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტას" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება "მილანს", 13 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს.

"იუვემ" "მილანს" "ალიანც სტედიუმზე" ჩატარებული ცხრავე მატჩი მოუგო - ასეთი უარყოფითი შედეგი იტალიის არც ერთ გუნდს არა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მილანს გატუზო არ უნდა გაეშვა,გუნდი უკვე გუნდს ემსგავსებოდა და აღარ აცალეს.რონალდოს კი ვუთანაგრძნობ.ისიც ადამიანია და როდისმე მასაც უნდა ჰქონოდა ჩავარდნა.
სოსო
11:46 11-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული