10 ნოემბერს, სერია A-ს მე-12 ტურში "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "მილანი".
"როსონერიმ" დიდი წინააღმდეგობა გაუწია "ბიანკონერის", რომლის თავდამსხმელმა რონალდომ ვერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა და მწვრთნელმა მაურიციო სარიმ 55-ე წუთზე პაულო დიბალათი შეცვალა. თანაც, უკვე ზედიზედ მეორე მატჩში შეცვალა. გაბრაზებული კრიშტიანო პირდაპირ გასახდელში გავიდა, სტადიონი კი საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე დატოვა.
აშკარაა, პორტუგალიელი ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატზე ჩვეულად ვერ ასპარეზობს - 5 გოლი გაიტანა და აქედან 2 პენალტით.
გამარჯვების გოლი დიბალამ 77-ე წუთზე გაიტანა.
"იუვენტუსმა" 32 ქულა დააგროვა და ლიდერობა დაიბრუნა - "ინტერს" 1 ქულით უსწრებს და 23 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტას" დაუპირისპირდება.
რაც შეეხება "მილანს", 13 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს.
"იუვემ" "მილანს" "ალიანც სტედიუმზე" ჩატარებული ცხრავე მატჩი მოუგო - ასეთი უარყოფითი შედეგი იტალიის არც ერთ გუნდს არა აქვს.