პსჟ არგენტინელი ფორვარდის, მაურო იკარდის ცოლთან და მის აგენტ ვანდა ნარასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ფრანგულმა კლუბმა მილანის "ინტერისაგან" სამხრეთამერიკელი თავდამსხმელის გამოსყიდვა 65 მილიონ ევროდ მოახერხოს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პარიზელებს სწორედ ზემოთაღნიშნული თანხის გადახდა სურთ და მზად არიან, იკარდის 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ.
არგენტინელმა პსჟ-ის მაისურით ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 10 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. იკარდი "ინტერმა" პარიზულ კლუბში სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.