პელე: ადრე ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო, ახლა მხოლოდ ორია

AutoSharing Option
ფეხბურთის მეფე პელემ მსოფლიოს ფეხბურთში ვარსკვლავების სიმწირეზე ისაუბრა.

"ვისთან ვისურვებდი 2019 წელს თამაშს? მესის დავასახელებ. ის ძალიან მოხერხებული ფეხბურთელია. ლეო შედეგიან გადაცემებს აკეთებს, გოლები გააქვს, ბურთს შესანიშნავად ფლობს. ჩვენ რომ თანაგუნდელები ვიყოთ, მეტოქეებს ორი ფეხბურთელის შეჩერება მოუწევდათ და არა ერთის! მესი სრულყოფილი მოთამაშეა.

ადრე ყველა ქვეყანაში მსოფლიოს დონის 2-3 ფეხბურთელი იყო: ეუსებიო, იოჰან კრუიფი, ფრანც ბეკენბაუერი, დიეგო მარადონა, გარინჩა, დიდი. რამდენი დავასახელე? ძალიან ბევრი იყო. ახლა მხოლოდ მესი და რონალდოა. შეიძლება კიდევ ნეიმარი დავასახელოთ, მაგრამ ის ბრაზილიაში დიადი ჯერ ვერ
გახდა.

იმედია, ნეიმარი მსოფლიოს ფეხბურთში მთავარი პრიზის პრეტენდენტი იქნება. ხალხი მას აკრიტიკებს. გვავიწყდება, რომ ჩვენი "სანტოსის" პროდუქტია. მისთვის მუდამ საუკეთესო გვინდა. ამას ნეიმარის მამას ხშირად ვეუბნები. ნეიმარი შესანიშნავი მოთამაშეა", - ციტირებს პელეს "გაძეტა დელო სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფეხბურთის სპექტაკლი სწორედ ის არის რაც ლივერპულმა ენფილდზე რომ დადგა 4-0 ბარსასთან.განუმეორებელი სპექტაკლი იყო შარშან რომამ ბარსა რომ გამოაგდო.რომელ სპექტაკლზე ლაპარაკობ სუსტ გუნდებთან პაჩკებათ რომ გააქვთ მესის და სუარესს? იმაზე დიდი სპექტაკლი რაც რეალელმა რონალდუმ ჩ.ლ. თამაშზე იუვეტუსთან დადგა მაკრატელათი რომ გაიტანა მოწინააღმდეგე გუნდის ფანებმა ოვაცია რომ მოუწყეს საერთოდ არ მინახია.გაიგეთ რომ სპორტში მთავარი შედეგია.მესის კი ბოლო წლები შედეგი არა აქვს.და საერთოდ კატალონიელებს ვერ ვიტან მას შემდეგ რუსებს პირობა მისცეს დამოუკიდებლობის შემთხვევაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებდნენ.
ამაშია საქმე
15 ნოემბერი 2019 13:48
2
ამაშია შენი "აზრით მესი ვერ თმაშობს არა ფეხბურთს" მაგრამ რა ვუყოთ ფეხბურთის აღიარებულ ვარსკვლავებს, როცა ყველა ერთ ხმად აღიარებენ მესის გენიალობას და აგერ სულ რაღაც გუშინ პელემაც დაადასტურა! აღარ ენდობი პელეს?! მოდი რა ამ წარსულებს ნუ გამოეკიდები. პარალელურად იმდენი უამრავი სპექკტაკლები გვაჩუქა ლეო მესიმ რომ ჩამოვთვალო თთები არ გვეყოფა ასეთი ბრწყინვალე თამაშების შედეგია 5-ოქროს ბურთები!!!! შენი როლანდო, რომ რაღაცას ფაფხურობს უკვე ჩანს იქიდანაც, რომ მწვრთნელი ზედიზედ სცვლის, თანაც გაბრაზებული დემონსტრაციულად, რომ სტოვებს მოედანს.
ბარსა მესი
15 ნოემბერი 2019 15:38
0
აი ეს ფორმა და ფერები მიყვარს ძალიან, რომელიც ძალიან უხდებოდა ბარსას.
ნეტავ ისევ დააბრუნონ ეს ფორმები.
15 ნოემბერი 2019 11:28
0
ნიჭიერი რომ არის უპელეოდაც ყველამ ვიცით მაგრამ რათ გინდა ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებს ვერ თამაშობს განსხვავებით პელესა და მარადონასი.მაგალითად 2014 წლის მსოფლიოზე პლეიოფები ჩააგდო,ხოლო ფინალში საერთოდ დაიკარგა და საერთოდ ნაკრებში მაგის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს.ხოლო ვარსკვლავებით დატენილ ბარსას 4 წელია ჩ.ლ.ვერ მოუგია.მოკლედ რაღაცა რომ აკლია პელესა და მარადონას სიდიადემდე ფაქტია.ამიტომ როდესაც მას ისტორიაში საუკეთესოს უწოდებენ არ ვეთანხმები და ჩემ აზრს გამოვთქვავ ხოლმე.
ამაშია საქმე
15 ნოემბერი 2019 10:53
3
ბევრი იგებს მსოფლიო ცემპიონატს, ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ მერე როგორც ფეხბურთელი ავიწყდებათ. ლეო მესი კი ისეთი ფეხბურთელია რომელიც არასოდეს დაგავიწყდება, როგორც უნიჭიერესი ფეხბურთელი და პიროვნება. ჯერ მაგის ჯარიმების ყურებას რა ჯობია, თავისებურად თვალებით რომ ზომავს მანძილს და მერე ურტყამს. სუპერ!
გაგა
15 ნოემბერი 2019 11:34
1
ამაშია საქმე, უკვე აღარ შეიძლება შენი ერთი და იგივე შინაარსის კომენტარების კითხვა. რა უბედურებაა ცოტა შეცვალე რა ტექსტი, უკვე ყველას გადაღეჭილი გვაქვს ერთი და იგივე: მსოფ. ჩემ. ჩ.ლ. ვარსკვლ. გადატენ-ლი გუნდი და ასეთები. ამაშია, მესიმ სულ, რომ ვერ მოიგოს ეგ შენი ჩამონათვალები, ერთს ისეთ სპექტაკლს დადგამს ერთ თამაშში, რომ სულ გადაწონის დანარჩენებს. აი ეს ხიბლი აქვს ლეო მესის! რაც არა აქვთ არცერთ ფეხბურთელს. რა ვქნათ შენ გწყინს თუ არა ასეა ყველა აღიარებს, მესის როგორც ყველასაგან განსხვავებულ ფეხბურთელად, რომელიც უყვარს ბევრ გულშემატკივარს.
ამაშია, ეს არის მწარე სიმართლე. ბარსა მესი
15 ნოემბერი 2019 11:26
0
ამაშია საქმე! ეხლა მაინც დაუჯერე პელეს, თვით პელეც კი აღიარებს მესის ნიჭს და უწოდებს სრულყოფილს. ა
ბარსა მესი
14 ნოემბერი 2019 21:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული