აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი: რა ვქნათ, ამ ჯგუფში ყველა ჩვენზე ძლიერია

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ნაკრების ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლა იურჩევიჩმა საშინო შეხვედრაში უელსთან განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"ვულოცავ უელსის ნაკრებს დამსახურებულ გამარჯვებას. მთელი შეხვედრის მიმდინარეობას თუ გავითვალისწინებთ, მოწინააღმდეგემ უკეთ ითამაშა. 

ისევ გავუშვით სტანდარტული მდგომარობიდან, არა და ვიცოდით, უელსს მაღალი მოთამაშეები ჰყავდა და ყურადღება უნდა მიგვექცია. 

მთელ შეხვედრაში 1 სერიოზული მომენტი გვქონდა. რა ვქნათ,  ჯგუფში ყველა მეტოქე ჩვენზე ძლიერია."

აზერბაიჯანის ნაკრები, საქართველოს მსგავსად 5-წევრიან ჯგუფში მოხვდა. ჩვენს მეზობლებს ხორვატიასთან, უელსთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან უწევდათ ბრძოლა და ამ თამაშებში 1 ქულა მოიპოვეს, სახლში,
ხორვატიას ფრედ ეთამაშნენ. 

altევრო 2020. საკვალიფიკაციო: გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია და ავსტრია ევროპირველობაზე გავიდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული