პელე საქართველოში ჩამოვა?

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის "მერკოსურის" ქვეყნებს (არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი, პარაგვაი) შორის კულტურული, სპორტული, ტურისტული, ბიზნეს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მათ შორის დაგეგმილია "პელეს თასის" ჩატარება და ფეხბურთის მეფის საქართველოში ვიზიტი.

სპორტული გაზეთი "ლელო" აღნიშნული პროექტის ავტორ ნიკო პატარქალიშვილს ესაუბრა და განაცხადა, რომ ბრაზილიური მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვთ და თუ სახელმწიფო პროექტს დააფინანსებს, პელეს ჩამოსვლაც არ იქნება პრობლემა.

პროექტის განხორციელების ზუსტი ვადები უცნობია, რადგან მასში რამდენიმე ქვეყნის მხარე არის ჩართული და ამასთანავე, საჭიროა ფინანსების
მოძიებაც. თუმცა, ფეხბურთის მოყვარულთათვის სასიამოვნო იქნება ცოცხალი ლეგენდის საქართველოში ხილვა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
პელე თუ ჩამობანცალდება თბილისში პირველი დახვდება "ამაშია საქმე" და დარწმუნებული ვარ მისალმების მაგივრად მესიზე ეტყვის ერთ ორ სიტყვა კრიტიკას, აბა ისე როგორ იქნება.
ბარსა მესი
13:31 20-11-2019
0
ეს ტიპი (ნიკო პატარქალიშვილი) არის რაფინირებული, უმაღლესი დონის აფერისტი!
არავითარი ბიუჯეტის ხარჯზე! მხოლოდ კერძო ბიზნესმა დააფინანსოს ეს პროექტი, თუკი საერთოდ რეალურია
სიმართლე
18:04 19-11-2019
0

სიახლეები პოპულარული