სომხეთში გარიგებული მატჩების სქემა გახსნეს

AutoSharing Option
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა არენ მკრტიჩიანმა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გარიგებული მატჩების სქემის გახსნის თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ფაქტები რამდენიმე ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა.

2018 წლის მაისიდან 2019 სექტემბრამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი არტურ ვანეციანი ხელმძღვანელობდა. ამ სქემის შესახებ კი მისი უსაფრთხოებიდან წასვლის შემდეგ გახდა ცნობილი.

მისი ფედერაციიდან გადადგომის შესახებ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ განიხილება, მაგრამ მკრტიჩიანი ფიქრობს, რომ ვანეციანი ამ ყველაფერთან ერთად იტალიასთან 1:9-ით წაგების გამოც პასუხისმგებელია.

"ჩვენ გვაწუხებს, რომ სომხურ ფეხბურთში გარიგებული მატჩები იყო, მილიონი დრამის ბოროტად გამოყენება, რომლის საქმეები არ გახსნეს. ვანეციანი სახელმწიფო უსაფრთხოების დირექტორი იყო.

უსაფრთხოების სამსახურმა ამ დღეების განმავლობაში გარიგებული მატჩების უდიდესი სქემა გამოავლინა, რომელიც ბოლო 1.5 წლის განმავლობაში ცნობილი იყო და არ გამოვლენილა", - თქვა მკრტიჩიანმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული