ბელორუსის ნაკრების მწვრთნელი: ჩემ გადაყენებას ითხოვენ? - ამაში მსოფლიოს ჩემპიონები ვართ

AutoSharing Option
რაც ბელორუსის ნაკრების მწვრთნელად მიხაილ მარხელი დანიშნეს, გუნდმა 4 მატჩიდან 3 წააგო და მხოლოდ 1 დაასრულა ფრედ, ისიც ესტონეთთან, უგოლოდ - ბურთების შეფარდება 1:8.

pressball-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მარხელმა გულშემატკივრების მიერ მისი გადაყენების მოთხოვნაზეც ისაუბრა:

"მწვრთნელის გადაყენების მოთხოვნაში მსოფლიოს ჩემპიონები ვართ - ამაში უბრალოდ ბადალი არა გვყავს. აი, კონსტრუქციულ კრიტიკას კი ყოველთვის ნორმალურად აღვიქვამ. არ ვამბობ, რომ არ ვცდები, შეცდომებს ფეხბურთელებიც უშვებენ და მწვრთნელებიც. საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ სიტუაციაზე როგორ ვრეაგირებთ და როგორ გამოვდივართ ვითარებიდან.

ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, როდესაც ვცდებოდით და
საბოლოოდ მდგომარეობას ვასწორებდით. ეს ჭაბუკთა ნაკრებსაც ეხება. პანიკა კი არ არის. აბსოლუტურად. ის, რომ მონტენეგროდან გულდაწყვეტილნი დავბრუნდით - სიტყვები არ მყოფნის".

მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია თბილისიდანაც გულდაწყვეტილი დაბრუნდები
ლაშა
09:55 22-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული