ქვილითაიასა და ჩაკვეტაძის თანაგუნდელმა უცნაური გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 21 ნოემბერს, გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტურში გასვლაზე ითამაშა "ანტვერპენთან" და წაგებულ შეხვედრაში (2:3) სტუმართა ფორვარდმა ჯონათან დეივიდმა უცნაური გოლი გაიტანა.

შეხვედრის მთავარი არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე "გენტის" შეტევისას ბურთი დეივიდს მიუვიდა. ეს უკანასკნელი მცველებთან ორთაბრძოლაში წაიქცა, პენალტს ითხოვდა. "ანტვერპენის" მცველები მსაჯთან აპელირებდნენ, რომ წესები არ დაურღვევიათ. მთავარმა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა, თუმცა ამ დროს დეივიდმა მცველების უყურადღებობით ისარგებლა და გოლი გაიტანა.

გიორგი ქვილითაია "გენტის" სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მე-60 წუთზე გამოვიდა. ქართველების
გუნდმა სეზონში მე-3-დ წააგო და ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული