პაულო დიბალა მესისა და რონალდოზე: ცხოვრებაში წყნარები, მოედანზე კი მონსტრები არიან

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა პაულო დიბალამ თანაგუნდელ რონალდოსა და თანანაკრებელ ლეო მესიზე ისაუბრა.

"ცხოვრებაში ისინი ძალიან წყნარები, მოედანზე კი მონსტრები არიან.

არგენტინელმა კალათბურთელმა ლუის სკოლამ თქვა, ორივე მოედანზე იმაში თვითდაჯერებული გადის, რომ მსოფლიოში საუკეთესონი არიან და სწორედ ამიტომ არიან საუკეთესონი. დარწმუნებული ვარ, ასეც არის.

ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ: "ნაკრებში საუკეთესოსთან ერთად თამაშობ, ახლა კი მეორე საუკეთესო შენს გუნდში მოვიდა". მე ვუპასუხე: "ეს ჩემთვის უპირატესობაა". მათგან ყოველდღე რაღაც უნდა ისწავლო. ვის არ უნდა, საუკეთესოებთან ითამაშოს? ორ ფენომენზე ვსაუბრობთ, რომლებიც დანარჩენებზე ერთი ან ორი ნაბიჯით
წინ არიან.

ისინი საფეხბურთო მწვერვალზე იმყოფებიან, მენტალურ დონეზეც. ყოველ წელს 40 გოლის გატანა ადვილი არაა. ეს სიგიჟეა. ისტორიაში დიადი ფეხბურთელები დიად გუნდებში ასპარეზობდნენ და ამდენს ვერ მიაღწიეს. ისინი ერთმანეთს წინსვლისაკენ უბიძგებენ", - ციტირებს დიბალას "ელ პაისი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული