ვალვერდე: პრობლემებს ნუ ქმნით, მიეცით ოქროს ბურთი მას...

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ Goal.com-თან საუბრისას კომენტარი ოქროს ბურთის გაცემის შესახებ ისაუბრა.

"ამ ცერემონიებს თვალს არ ვადევნებ, რადგან ისინი ძალიან დიდხანს გრძელდება. ჩემი არჩევანი, ვგონებ, თქვენსას ემთხვევა.

მე ხმას საუკეთესოს მივცემდი. ყოველ წელს თქვენ ხმას იმის მიხედვით აძლევთ, თუ როგორ ჩაატარა ფეხბურთლმა სეზონი.

თუმცა, თუ ჩვენ საუკეთესოს უნდა მივაკუთვნოთ ოქროს ბურთი. მოდით არ შევქმნათ პრობლემები და ის მესის გადავცეთ,"- თქვა ვალვერდემ.

ოქროს ბურთით დაჯილდოების ცერემონია ხვალ, 2 დეკემბერს პარიზში გაიმართება. პრიზის მიღების პრეტენდენტები მესის გარდა კრიშტიანო რონალდო და
ვირჯილ ვან დაიკი არიან.

ასევე დაგაინტერესებთ