ლეო მესის "ოქროს ბურთი" მეექვსედ გადაეცა

AutoSharing Option
პარიზში "ფრანს ფუტბოლის" მიერ ჩატარებულ ცერემონიაზე "ოქროს ბურთი" "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის გადაეცა.

არგენტინელი მეექვსედ გახდა ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო პრიზის მფლობელი - ეს რეკორდია.

ლიონელი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამაც აღიარა. მან წელს ყველა ტურნირზე 54 მატჩში 46 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მეორე ადგილზე "ლივერპულის" მცველი ვირგილ ვან დეიკი გავიდა, ხოლო მესამეზე "იუვენტუსის" ფორვარდი რონალდო.

პირველ ათეულში აგრეთვე შევიდნენ: 4. სადიო მანე (ლივერპული), 5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), 6. კილიან მბაპე (პსჟ), 7. ალისონი (ლივერპული), 8. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), 9.
ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), 10. რიად მარეზი (მანჩესტერ სიტი).

რონალდო 2010 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა ორ საუკეთესო ფეხბურთელს შორის.

ვან დეიკი პრემიერლიგის პირველი წარმომადგენელია, რომელიც 2008 წლის შემდეგ ორ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი ზედიზედ მეთერთმეტედ ლა ლიგას ფეხბურთელმა მოიგო: 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში მესიმ, 2013 და 2014 წლებში რონალდომ, 2015 წელს მესიმ, 2016 და 2017 წლებში რონალდომ და 2018 წელს ლუკა მოდრიჩმა.

ლევ იაშინის სახელობის საუკეთესო მეკარის პრიზი "ლივერპულისა" და ბრაზილიის ნაკრების გოლკიპერ ალისონს გადაეცა.

ევროპის 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად "იუვენტუსისა" და ნიდერლანდების ნაკრების 20 წლის მცველი მატიას დე ლიხტი აღიარეს. მას რაიმონ კოპას პრიზი გადაეცა.

მსოფლიოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელად 34 წლის ამერიკელი მეგან რაპინო მიიჩნიეს, რომელიც სექტემბერში ფიფამ საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აღიარა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მეშვიდედ რომ მიიღებს ოქროს ბურთს, მაშინ აღიარებს ყველა! მსოფლიო ჩემპიონობა არაა სავალდებულო.
ლევანი
03 დეკემბერი 2019 15:51
2
ლევან, მესის ისედაც არ აკლდა აღიარება და ხალხის სიყვარული.
10
03 დეკემბერი 2019 16:06
0
მესის და პიკეს ცოლებიც იმსახურებენ ჯილდოს
madrid
03 დეკემბერი 2019 12:51
6
ლეგენდავ ლეო მესი!!! გილოცავთ დამსახურებულად 6-ეე ოქროს ბურთს! უბრალოდ ძალიან მაგარო ფეხბურთელო. ისეთი ნიჭიერი და ბრწყინვალე ფეხბურთელი ხარ, არც გამიკვირდება მომდევნო წელს 7-ედ, რომ აიღო ეს ჯილდო. ვიცოდი, რომ შენ დაისაკუთრებდი ამ პრიზსს და სამართლიანადაც!
ნონა
03 დეკემბერი 2019 12:33
0
მარადონას და რონალდოს, ერთად მოხსენიება არ არის მართალი. სხვადასხვა სიმაღლეა.
100%
03 დეკემბერი 2019 06:52
0
მალე მე-7 მომელოცოს ლეო :-)
გიორგი
03 დეკემბერი 2019 00:54
5
ამინ.
1.
03 დეკემბერი 2019 00:53
2
მარადონას და პენალდოს ფანებო გაჩუმდით ერთხელ და სამუდამოთ! არ დაიწყოთ ეხლა ნაკრებიო და ეგეთი უაზრობები! 6 ოქროს ბურთი ეს ჩვეულებრივი სიგიჟეა! ლეო ფეხბურთის მეფეა!
barsa
03 დეკემბერი 2019 00:46
1
ცოლი მაგარი ყავს მესის, რონალდოც იზიარებს მაგ სილამაზეს
reali
03 დეკემბერი 2019 10:24
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული