მესის დედა: რა თქმა უნდა, ეს ტკივილს მაყენებს

AutoSharing Option
არგნეტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ლიდერის ლიონელ მესიმ დედამ სელია კუჩიტინიმ მისი შვილის მიერ მე-6 "ოქროს ბურთის" მოგების შესახებ ისაუბრა.

"ასეთ დროს ყოველთვის ვღელავ. როგორ კარიერა აქვს. ის ყოველ დღე გვაოცებს იმით, თუ რას აღწევს. პირველ რიგში კი, როგორც პიროვნება, ეს მთავარია.

ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ჯილდოს არ ველოდით. გვეგონა, რომ მეხუთე ბოლო იყო. ეს შესანიშნავი სიურპრიზი იყო.

მისი კრიტიკა ტკივილს მაყენებს. თქვენ პრესას შეგიძლიათ აკრიტიკოთ, შეურაცხყოფის და დაცინვის გარეშე. რა თქმა უნდა, როგორც დედას, ეს ტკივილს მაყენებს.

ჩვენ ვიცით, მან
იცის, მთელმა ოჯახმა იცის, რომ მას ვალი აქვს არგენტინის მიმართ, მაგრამ ვის უნდა მასზე მეტად, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს ან ამერიკის თასი?", - თქვა მესის დედამ.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით