სერხიო რამოსი: 2 "ოქროს ბურთი" უნდა არსებობდეს, 1 მხოლოდ ამ ფეხბურთელებისთვის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა გამოთქვა აზრი, რომ "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესისა და ტურინის "იუვენტუსის" შემტევ კრიშტიანო რონალდოსთვის ცალ-ცალკე "ოქროს ბურთი" უნდა გააკეთონ.

"შეიძლება გაკეთდეს "ოქროს ბურთი", რომელიც კრიშტიანო რონალდოსა და მესის შორის ერთ-ერთს გადაეცემა, მათი ინდივიდუალური შედეგების მიხედვით... ხოლო კიდევ ერთი "ოქროს ბურთი" სხვა დანარჩენ ფეხბურთელებს შორის უნდა გათამაშდეს. ბოლოს და ბოლოს, ეს უკეთესი ფეხბურთისთვის იქნება", - განაცხადა რამოსმა.

კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი მოგებული "ოქროს ბურთებით" რეკორდსმენები არიან. 2019 წელს France Football-ის მიერ გადაცემული "ოქროს ბურთი" მესისთვის მე-6
გახდა, ხოლო კრიშტიანოს ჯერჯერობით 5 მსგავსი პრიზი აქვს.



მკითხველის კომენტარები / 3 /
რონალდოს ცოტ-ცოტა ასაკის შეპარვა დაეწყოსავით
შაკო
10:50 12-12-2019
0
საღ აზრთან ახლოა. ეს ორნი ისე მაღლა დგანან ჯერ ჯერობით სხვებისაგან.
G.LA
14:51 10-12-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული